"რუსეთი ჩვენს ინტერესებში არ შედის" - როგორ გაგრძელდება პაპუნაშვილის კარიერა?

AutoSharing Option
გიორგი პაპუნაშვილმა ტრავმა მოირჩინა და "სარაგოსასთან" ერთად ვარჯიში დაიწყო. დიდი ალბათობით, ის "კორდობასთან" მატჩში, რომელიც 28 აპრილს გაიმართება, მოედანზე უნდა ვიხილოთ.

არაგონული გამოცემის, elperiodicodearagon.com-ის მოსაზრებით, ქართველი ფეხბურთელის ტრავმიანობის გამო "სარაგოსას" შეუძლია ის რუსეთში, ბელგიაში ან აშშ-ში გაყიდოს.

გიორგი პაპუნაშვილის მდგომარეობისა და მომავლის შესახებ სასაუბროდ Sportall.ge ფეხბურთელის აგენტს, ლევან ზუხბაიას დაუკავშირდა.

"გიორგი უკვე კარგად არის, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და წესით, "კორდობასთან" მატჩში უნდა ითამაშოს, თუმცა ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია.

ჯერჯერობით, ეს სეზონი რაც დაიწყო, გიორგის ნორმალურად არ უთამაშია. ვარჯიში
განაახლა და ახლა მთლიანად გუნდზე არის გადართული. აქ სხვანაირად უყვართ და გულით არის მოტივირებული.

როცა სეზონი დასრულდება, ზაფხულში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, წინასწარ ამას ვერავინ განსაზღვრავს. თუ იქნება საინტერესო წინადადება, რომელიც კლუბსაც და ფეხბურთელსაც დააინტერესებთ, განვიხილავთ; თუ არადა, მას "სარაგოსასთან" კონტრაქტი აკავშირებს.

რუსეთი ჩვენს ინტერესში არ შედის, ჩვენი პრიორიტეტი ესპანეთში დარჩენაა", - განაცხადა Sportall.ge-სთან საუბრისას ლევან ზუხბაიამ.

გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსაში" თბილისის "დინამოდან" 2017 წელს გადავიდა. გასულ სეზონში ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მიმდინარე სეზონში კი ტრავმების გამო ლა ლიგა 2-ში მხოლოდ 9 მატჩი გამართა, სადაც 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რუსეთში არ შეიძლება თამაში. ძალიან ხშირად ხელოვნურ მოედანზე უწევთ თამაში რუსულ გუნდებს. სიცივეა მაისის შუა რიცხვებშიც. რუსი მცველები უხეშობენ. ეს ფაქტორები ტრავმებს იწვევს. ამას პოლიტიკური მიზეზებიც ემატება. რა უნდათ ქართველ ფეხბურთელებს რუსეთში?
ქართველი გულშემატკივარი
04:16 24-04-2019
3
ე.ი. დიდი ალბათობით რუსეთში წავა.
შეტევა
09:57 24-04-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული