ვაკო გვილიამ "შლიონსკთან" მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 აპრილს, პოლონეთის ექსტრაკლასას 32-ე ტურში ვაკო გვილიას "გურნიკმა" ვროცლავში 2:1 მოუგო "შლიონსკს" და ისევე, როგორც გასულ ტურში "არკასთან", ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე გადაცემა გააკეთა.

ესპანელმა ნახევარმცველმა ანგულომ გვილიას პასით 79-ე წუთზე გაიტანა გოლი და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა. ანგულომ ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

"გურნიკმა" 37 ქულა მოაგროვა, გასავარდნ ზონას 6 ქულა აშორებს და 29 აპრილს "ზაგლებიეს" უმასპინძლებს.

გვილიამ ჩემპიონატის 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული