championat.com: "სპარტაკი" ჯანო ანანიძეს გაყიდის

AutoSharing Option
უხეიროდ თამაშობს ამ სეზონში მოსკოვის "სპარტაკი", რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში ტულაში "არსენალთან" 0:3 დამარცხდა და 39 ქულით მეხუთე ადგილზეა.

championat.com-მა "სახალხო გუნდს" წერილი მიუძღვნა, აღნიშნა, რომ რესურსები ამოწურულია, ახალი გუნდის ჩამოყალიბებაა საჭირო და "კრილია სოვეტოვში" იჯარით გაშვებული ნახევარმცველის ჯანო ანანიძის უკან დაბრუნება გამორიცხულია.

"სპარტაკს" შეეძლო ჯერ კიდევ ზამთარში საბოლოოდ დამშვიდობებოდა ტიმოფეევსა და ანანიძეს, მაგრამ მაშინ იჯარით გაშვება მოუწიათ. ახლა კლუბი მათ სრულფასოვან ტრანსფერებზე იმუშავებს", - წერს საიტი.

ანანიძე და ტიმოფეევი "კრილიამ" გასაძლიერებლად ინათხოვრა, მაგრამ ჯანომ 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა
(ტიმოფეევმა ვერც ერთი) და სამარულ გუნდს გასავარდნად აქვს საქმე.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯანო ნელ ნელა შედის ფორმაში ამდენი ხანი იყო ტრანვირებული დრო სჭირდება რომ ფორმა დაიბრუნოს ბოლო თამასში გაკეთა საგოლე გადაცემა მაგრამ ჯერ ჯანო არ არის ისეთ კონდიციებში რომ თავისთავზე აიღოს თამაში და მარტომ მოიგოს ნუ ჩამოვწერთ ამ ფეხბურთელს და ნუ დავუკარგავთ გაკეთებულს.
გიორგი
18:17 29-04-2019
0
ციდან ვარსკვლავებს არასოდეს წყვეტდა ჯანო,მაგრამ ბოლო ტრამვის შემდეგ საგრძნობლად მოუკლო. იგივე ითქმის ყაზაიშვილზეც. ჯანო ვაკო და მჭედლიძე არც უნდა განიხილოს ვაისმა ნაკრების წევრებად.
გოგა
15:13 28-04-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული