25 აპრილს, რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში ჯანო ანანიძის "კრილია სოვეტოვი" სამარაში 0:1 დამარცხდა "ურალთან".
ანანიძე სასტარტოში იყო, აქტიურად უტევდა, 37-ე წუთზე 25 მეტრიდან დარტყმული ბურთი ხარიხას გაარტყა, 77-ე წუთზე კი ალეკსანდრ სამედოვმა შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ 76-ე წუთზე ანანიძე საჯარიმოში ეკატერინბურგელთა კამერუნელმა ნახევარმცველმა პეტრუს ბუმელმა წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და ქართველ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა.
ნამატჩევს სამარული გუნდის მწვრთნელმა მიოდრაგ ბოჟოვიჩმა თქვა, რომ არბიტრს იმ ეპიზოდში თერთმეტმეტრიანი უნდა დაედო და ბუმელი გაეძევებინა.
ჯანომ ჩემპიონატის 7 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.