sports.kz: ჯაბა კანკავა "ასტანასთან" გაშვებულ გოლში დამნაშავეა, მაგრამ გაზაევს ეს არ ადარდებს, რატომ? [VIDEO]

AutoSharing Option
ყაზახეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში ქართველების "ტობოლი" სტუმრად 1:2 დამარცხდა ლიდერ "ასტანასთან", გოლი კი მასპინძლებმა 90+2-ე წუთზე გაუშვეს. აი, რას წერს ამის შესახებ sports.kz:

"ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ, ფაქტობრივად, "ასტანას" გამარჯვება აჩუქა, მაგრამ კოსტანაელთა მწვრთნელ ვლადიმირ გაზაევს ფეხბურთელთან პრეტენზია არა აქვს.

ეს მიმდინარე სეზონში ქართველი ლეგიონერის პირველი შეცდომა არაა. ყველაფერი დიდწილად იმის გამო ხდება, რომ გაზაევმა კანკავა ჩვეული, საყრდენის პოზიციიდან ცენტრალურ მცველად გადაიყვანა. მიუხედავად გულშემატკივრებისა და მედიასაშუალებების ფეხბურთელის მიმართ კრიტიკისა, "ტობოლის" თავკაცს მ
ისადმი პრეტენზია არა აქვს.

"ჩვენ კანკავას ამ პოზიციაზე სეზონის დასაწყისიდანვე ვათამაშებთ. ის ცენტრალური მცველის პოზიციაზე ძალიან კარგად თამაშობს და პრეტენზია არა მაქვს", - ამბობს გაზაევი.

გასაკვირია, რომ ეს გაზაევმა სწორედ "ასტანასთან" ნამატჩევს თქვა, რომელშიც დედაქალაქელთა თავდამსხმელის, რომან მურთაზაევის საჯარიმოში შეჭრისას, კანკავას აშკარად "ჩაეძინა" და მეტოქეს გამარჯვების მოპოვების უფლება მისცა.

ვიდეოში ნათლად ჩანს კანკავას შეცდომა. მეტიც, ჯაბა მურთაზაევს მაისურზე ხელით ექაჩებოდა - "ტობოლის" ახლად გამომცხვარი მცველი უბრალოდ არაკომფორტულად გრძნობს თავს ცენტრბეკის პოზიციაზე. თუმცა, ეტყობა, ეს გაზაევისთვის სულერთია".

მკითხველის კომენტარები / 7 /
სისწრაფე აკლია? რა ცოტა რამე კლებია? აბა ფიზიკურად მოგწონთ ბატონო სოსო? სისწრაფე არა, პასი არა, პოზიციურად საშუალო დონეზე ჰა, ჰა. ფეხბურთში რაც მთავარია არააქვს, ბუნება ბორჯომშიც მაგარია.
ლევანი
22:04 01-05-2019
3
ჯაბას სისწრაფე აკლია,თორემ სასაყვედურო,სხვა არაფერი აქვს.ეს შეცდომებიც,მეტწილად ამის ბრალია.
სოსო
19:14 01-05-2019
1

სიახლეები პოპულარული