elperiodicodearagon: "პაპუს" იღბალი მოაქვს

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა elperiodicodearagon-ი აქვეყნებს სტატიას გიორგი პაპუნაშვილის შესახებ.

გამოცემის სათაური ასეთია: "პაპუს" იღბალი მოაქვს".

ვფიქრობთ, აღნიშნული სტატია ქართველ მკითხველს დააინტერესებს და ამიტომ ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

"სარაგოსამ" მოიპოვა 6 გამარჯვება და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა იმ 11 მატჩში, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა შემტევმა მიიღო. "პაპუ", რომელმაც წელს მხოლოდ ორი შეხვედრა დაიწყო ძირითად შემადგენლობაში, სამთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

სამი თვის შემდეგ "პაპუ" "კორდობასთან" მატჩში დაუბრუნდა გუნდს. ფეხზე მიღებული ტრავმის გამო, რომლის მორჩენასაც მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდა, 2019 წელს ქართველს მხოლოდ 3 მატჩი აქვს ჩატარებული.
"პაპუს" "ნუევო არკანხელზე" 10 წუთი ჰქონდა, თუმცა საკმარისი დრო იყო დაბრუნებისთვის. შემტევს კარგი შანსი ჰქონდა თამაშის ბოლოს, თუმცა მისი დარტყმული სანტიმეტრებით ასცდა "კორდობას" კარს.

ეს მისასალმებელი გამოსვლა უფრო იყო, თუმცა, როცა "პაპუ" თამაშობს, "სარაგოსას" საქმეები კარგად მიდის. ქართველმა მონაწილეობა 11 შეხვედრაში მიიღო. აქედან არაგონულმა გუნდმა 6 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და მხოლოდ ორში დამარცხდა. ორივე შეხვედრაში "პაპუ" შეცვლაზე შევიდა მოედანზე, როგორც "ალმერიასთან", ისე "ლუგოსთან".

თუმცა, "პაპუს" იქამდეც ჰქონდა წყვეტა. კუნთის გაწყვეტის გამო ძალიან ცოტა ითამაშა. პირველად ძირითად შემადგენლობაში თასის თამაშში იყო "დეპორტივოს" წინააღმდეგ. "პაპუმ" გაიტანა გოლი და გუნდი შემდეგ რაუნდში გაიყვანა. თითქოს ყველაფერი ცუდი უკან იყო და მაშინ უარესი მოხდა. "ალბასეტესთან" მატჩში მიიღო ტრავმა შეხვედრის 38-ე წუთზე. ამის შემდეგ 4 თვე იყო გასული, როცა "ექსტრემადურასთან" გატანილი გოლით დაბრუნდა, თუმცა მალევე ისევ ტრავმა მიიღო.

"კორდობასთან" მატჩის შემდეგ "სარაგოსას" მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ ფერნანდესმა განაცხადა:

"პაპუ" გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იქნება სეზონის ფინალურ ნაწილში".

დღევანდელი გადმოსახედიდან, ქართველმა სრულად მოირჩინა ტრავმა და სეზონის ბოლო აფეთქებისთვის მზად არის. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ მიუხედავად კონტრაქტის 2022 წლამდე გაგრძელებისა, გუნდმა ის ტრანსფერზე დააყენა და ყველა შეთავაზებას განიხილავს." - აღნიშნულია სტატიაში.

"სარაგოსა" შემდეგ შეხვედრას 4 მაისს სახლში, "დეპორტივოსთან" ჩაატარებს. იმედია, გიორგი პაპუნაშვილს სათამაშო დროც მიეცემა და თავსაც გამოიჩენს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ გამოჯანმრთელდა, რატომ ყიდიან? ესეიგი სრულად ვერ გამოჯანმრთელდა და რეციდივი გარდაუვალია, ამიტომაც ყიდიან, აბა სხვა ახსნა როგორია? სამწუხაროა, მაგ ბიჭის იმედი მართლა მქონდა. იქნებ ვცდები კიდეც, ღმერთმა ქნას
iaSha
18:26 01-05-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული