1-ელ მაისს, ბელგიის თასის ფინალში ქართველების "გენტი" მეორე დივიზიონის "მეხელენთან" 1:2 დამარცხდა.
ეს "გენტისთვის" ევროტურნირებზე გასვლის ბოლო შანსი იყო. მეტოქეც არ ჰყავდა ძლიერი და ბრიუსელში საყვარელ გუნდს საქომაგოდ უამრავი გულშემატკივარი გაჰყვა.
თავიდან კი დაწინაურდა "გენტი", მაგრამ შემდეგ ორი გოლი გაუშვა და წააგო. გუნდს აშკარად აკლდა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც მუხლზე ოპერაციის გაკეთება მოუწევს (თუ ოპერაცია აუცილებელი იყო, ბარემ დროზე გაეკეთებინათ). მის გარეშე ვერც ჩემპიონატზე ვარგობს, თასიც ვერ მოიგო, ევროტურნირების გარეშე დარჩა და შეიძლება ითქვას, სეზონი ჩააგდო.
რაც შეეხება თავდამსხმელ გიორგი
ქვილითაიას, რომან იარემჩუკის არყოფნის გამო, ისევე როგორც, წინა მატჩში "გენკთან", სასტარტო შემადგენლობაში იყო და ამჯერად შეუცვლელად ითამაშა.
ბრიუსელი. "მეფე ბოდუინი"
გენტი - მეხელენი 1:2
გოლები: 1:0 დომპე (32), 1:1 სტორმი (38), 1:2 მერა (62)
არ ვიცი ეს შეგნებულად გააკეთა კლუბმა, რომ ზაფხულში არ წასულიყო გუნდიდან თუ იფიქრეს ოპერაცის გარეშეც მოარჩენდნენ, მაგრამ ფაქტია გუნდი არ მოიქცა სწორად ამ შემთხვევაში.
ამ გუნდის ლიდერი ნამდვილად არის ჩაკვეტაძე ის თამაშები რაც ითამაშა ყველგან კარგი შთაბეჭდილება დატოვა გოლებიც გაიტანა და ასისტებიც გააკეთა.