1-ელ მაისს, აზერბაიჯანის თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "გაბალა" ბაქოში ტოფიკ ბახრამოვის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე "ყარაბაღთან" 1:2 დამარცხდა, მაგრამ რადგან პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდა მოგებული, სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით ფინალში გავიდა.
გადამწყვეტი გოლი "გაბალას" 23 წლის თავდამსხმელმა დავით ვოლკოვმა 82-ე წუთზე გაიტანა.
ვოლკოვი "გაბალაში" 2018 წელს "საბურთალოდან" გადავიდა, იქამდე კი "გაგრაში", თბილისის "დინამოში", "ჩიხურაში", "სიონსა" და სერბეთის "ზემუნში" თამაშობდა.