ცხადაძეს გადაეცით!.. - ფანები "ტობოლი"-"ორდაბასის" მატჩის შემდეგ პრესდარბაზში შეცვივდნენ

AutoSharing Option
პირველ მაისს ყაზახეთის პრემიერლიგის მატჩები გაიმართა. ცენტრალურ შეხვედრას კოსტანაის ახალმა სტადიონმა უმასპინძლა. ერთმანეთს ადგილობრივი "ტობოლი" და შიმკენტის "ორდაბასი" დაუპირისპირდნენ.

მოგეხსენებათ, "ტობოლში" საქართველოს ნაკრების ორი წევრი თამაშობს - კაპიტანი ჯაბა კანკავა და ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი. "ორდაბასის" მთავარი მწვრთნელი კი კახაბერ ცხადაძე გახლავთ. ჯაბა კანკავამ აღნიშნული შეხვედრა გამოტოვა, ხოლო ნიკა კვეკვესკირი 90 წუთის განმავლობაში გახლდათ მოედანზე.

შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. მასპინძლების მიერ 78-ე წუთზე გატანილ გოლს "ორდაბასის" ფეხბურთელებმა 94-ე წუთზე უპასუხეს.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენციის დაწყებამდე "ტობოლ არენის" პრესდარბაზში "ტობოლის" გულშემატკივრები შეცვივდნენ და ჟურნალისტებს
უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ.

"გადაეცით კახაბერს, თუ კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ჟესტს მოედანზე, ის იმავე ადგილას მიიღებს! მას ასწავლიან გულშემატკივრების პატივისცემას", - განაცხადა ერთ-ერთმა გაცხარებულმა ფანმა", - იუწყება ng.kz.

კახაბერ ცხადაძე პრესდარბაზში გულშემატკივრების გასვლიდან 10 წუთში შევიდა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.  ჟურნალისტები რამდენიმე წუთის წინ მომხდარ ინციდენტსაც შეეხნენ:

- თამაშის შემდეგ "ტობოლის" გულშემატკივრები აქ შემოვიდნენ და თქვეს, რომ შეურაცხმყოფელი ჟესტი აჩვენეთ "ტობოლის" ფანებსა და კლუბის მთავარ მწვრთნელს. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- ტყუილია. შემდეგი შეკითხვა!

როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები აღნიშნავენ, ამ ფრაზის შემდეგ ცხადაძემ ისე სწრაფად დატოვა ოთახი, რომ კითხვის დასმა ვერავინ მოასწრო.

ამის შემდეგ დარბაზში "ტობოლის" მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ გაზაევი შევიდა. ჟურნალისტებმა იგივე შეკითხვა მასაც დაუსვეს, რაზეც გაზაევმა განაცხადა:

"გულწრფელად გითხრათ, ჩემი გუნდის თამაშს ვუყურებდი. ვფიქრობ, ამ საკითხში ეთიკის კომიტეტი გაერკვევა".

"რუსთავის" ყოფილ მთავარ მწვრთნელსა და "ტობოლის" ამჟამინდელ დამრიგებელს ჟურნალისტებმა კანკავას არყოფნის მიზეზზე ჰკითხეს.

"საავადმყოფოში მყოფ ფეხბურთელებს უმნიშვნელოვანესი დანაკარგი შეემატათ - ჯაბა კანკავა. "ასტანასთან" მატჩის შემდეგ მან მუხლის ტრავმა მიიღო. მადლობა ღმერთს, რამდენადაც ექიმებისგან ვიცი, ტრავმა სერიოზული არაა და გამოჯანმრთელებას 10-12 დღეს დასჭირდება".

აღნიშნული მატჩის შემდეგ "ტობოლს" 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო "ორდაბასი" 13 ქულით მე-6 პოზიციაზე გახლავთ. შემდეგ შეხვედრებს გუნდები 4 მაისს გამართავენ. "ორდაბასი" სახლში "ატირაუს" შეხვდება, ხოლო "ტობოლი" გასვლაზე ითამაშებს "კაირათთან".

მომზადებულია ng.kz-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
სადა ხართ ცხადაძის ფანებო რატომ არ წერთ რომ ეს ყველაფერი კობიაშვილმა და კალაძემ მოუწყვეს
6
რა ქნა ამისთანა?
Rustavi
03:01 03-05-2019
1

სიახლეები პოპულარული