ლობჟანიძემ "რანდერსი" ევროპა ლიგაზე გასასვლელი პლეი-ოფის მატჩში წაგებას გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 მაისს, დანიის სუპერლიგის ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" გასვლაზე ფრეს მიაღწია "სონდერისკესთან" - 1:1.

სტუმრები წაგებას ქართველმა ლეგიონერმა საბა ლობჟანიძემ გადაარჩინა, რომელმაც საპასუხო გოლი შეხვედრის დასასრულს თავურით გაიტანა.

საბამ მიმდინარე პირველობაზე 7 გოლი გაიტანა.

"რანდერსისა" და "სონდრისკეს" საპასუხო მატჩი 12 მაისს გაიმართება.

ჰადერსლევი. "სიდბანკ პარკი". 4 372 მაყურებელი
სონდერისკე - რანდერსი 1:1
გოლები: 1:0 იაკობსენი (38), 1:1 ლობჟანიძე (82)
მკითხველის კომენტარები / 5 /
თავით გაიტანა გოლი მაღალ ნახტომში
https://www.youtube.com/watch?v=i41vj6Vkdyk
ქართველი გულშემატკივარი
05:49 06-05-2019
0
"ექსპერტები" )))
სად კაჭარავა და სად ლობჟანიძე?!
კაჭარავა ცენტრალური თავდამსხმელია და ლობჟანიძე ფლანგის ფეხბურთელი. რომლის ძირითადი პლიუსი სისწრაფეა. როდის გინახავთ, რომ ცენტრ ფორვარდად ეთამაშოს?!
კაჭარავას ან ქვილითაიას ფორვარდად რომ აყენებს, ის გათვლაა, რომ მაღლები და ფიზიკურად, ასე თუ ისე, ძლიერები არიან. შეუძლიათ ამის ხარჯზე პირველი ბურთის მოგება, ან ბურთის კორპუსით დაფარვა და გუნდისთვის შენარჩუნება.
არველაძეს რაც შეეხება, რადგან საფეხბურთო ოჯახიდანაა, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ნაკრებში უნდა დაბლოკონ? ძალიან კარგი დარტყმა აქვს და ბევრად ათლეტურია, ვიდრე ლობჟანიძე, ამიტომ, როგორც ფორვარდი(!) ისიც უკეთესი ვარიანტია. თუმცა რატომღაც ფლანგზე ათამაშა ვაისმა. აი ფლანგისთვის ლობჟანიძე ნაღდად უკეთესია, მაგრამ ცენტრფორვარდად სამივე ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელი უფრო გამოდგება, ვიდრე ლობჟანიძე.
Modric
21:05 05-05-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული