ქართველების "გენტმა" მიმდინარე სეზონი ჩააგდო, ბოლო 8 მატჩიდან ბელგიურმა კლუბმა 7 მარცხი განიცადა და მხოლოდ 1 ფრეს მიაღწია. ასევე დამარცხდა თასის ფინალში "მეხელენთან" (1:2).
ბელგიური გამოცემა voetbalnieuws.be იმ ფეხბურთელების შესახებ წერს, რომლებიც, დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებენ.
"გენტი" იძულებულია, შემადგენლობა გაასუფთაოს. გიორგი ჩაკვეტაძით და ჯონათან დევიდით უცხოური კლუბები ინტერესდებიან, მაგრამ დიდი ალბათობით, ისინი "გენტში" კიდევ ერთი წლით დარჩებიან. იჯარიდან დაბრუნდება გიორგი ბერიძე, რომელსაც, როგორც ჩანს, კლუბში მომავალი არ გააჩნია", - ვკითხულობთ voetbalnieuws.be-ზე.
გიორგი ჩაკვეტაძემ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და რამდენიმე თვე იუქმებს,
გიორგი ბერიძე კი იჯარის წესით უნგრულ "უიპეშტში" ასპარეზობს, სადაც 26 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.