რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში ქართველების "ლოკომოტივმა" მოსკოვში 4:0 დაამარცხა ყაზანის "რუბინი".
მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა მცველმა საბა კვირჯველიამ, ხოლო 18 წლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 87-ე წუთზე რუსეთის ჩემპიონატზე სადებიუტო გოლი გაიტანა.
"ლოკომოტივი" 52 ქულით მეორე ადგილზეა და 19 მაისს სტუმრად "ურალს" შეხვდება.