გერმანულმა სააგენტო Transfermarkt.de-მ მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველი ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 150 000 ევროთი გაზარდა და ახლა მისი ღირებულება ნახევარი მილიონია.
კვარაცხელია, რომელიც 18 წლის 2 თვის წინ გახდა, "ლოკომოტივის" ფეხბურთელი ზამთარში გახდა. გასულ სეზონში ის ეროვნულ ლიგაში "რუსთავის" ღირსებას იცავდა.
ასე გამოიყურება მისი სატრანსფერო ფასის დიაგრამა
ხვიჩამ პრემიერლიგაში 3 შეხვედრის გამართვა უკვე მოასწრო. გარდა ამისა, ერთი შეხვედრა რუსეთის თასზეც ჩაატარა, "ზენიტთან" მატჩი კი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.