იური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიაზე: ქართველები "ლოკომოტივში" მუდამ ვარგობდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში მოსკოვის "ლოკომოტივის" 18 წლის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ "რუბინთან" მატჩში (4:0) გოლი გაიტანა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მწვრთნელმა იური სიომინმა შეაქო.

კვარაცხელია XXI საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატზე გოლი გაიტანა.

"ხვიჩას გოლის გატანა ბიჭებმა და გულშემატკივრებმა მიულოცეს, რომლებიც მის სახელს სკანდირებდნენ. როდესაც შეცვლაზე შესული ფეხბურთელი თავს წარმოაჩენს, ეს ქომაგებს ყოველთვის მოსწონთ. ყოჩაღ ხვიჩა. ქართველები მუდამ ვარგობდნენ "ლოკომოტივში".

რაც შეეხება დარჩენილ თამაშებს, ჯერ ამ მოგებას ვიზეიმებთ და შემდეგ "როსტოვთან" დაპირისპირიბაზე ვიფიქრებთ. ჩვენთვის ჩემპიონატზე მეორე ადგილის დაკავებაც
მნიშვნელოვანია და თასიც. უმთავრესი მომავალი მატჩია - ესაა ჩვენი პრინციპი.

ჩვენ ჩემპიონთა ლიგისკენ მივისწრაფით. კიდევ ორი პაექრობა. წინ რთული პერიოდი გველის", - ციტირებს სიომინს კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ კაცს ჩვენი ნაკრები ხომ არ ჩავაბაროთ, აა?
1
სოსო მართალიაა!
ამირანი
10:45 11-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული