10 მაისს, ბელგიის ჩემპიონატის საჩემპიონო ექვსეულის მე-8 ტურში "გენტმა" ლიეჟში 3:2 დაამარცხა "სტანდარდი".
"სტუმართა გუნდის ქართველი თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია 85-ე წუთზე რომან იარემჩუკის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და მისი პასით 90+4-ე წუთზე გამარჯვების გოლი კანადელმა ფორვარდმა ჯონათან დავიდმა გაიტანა.
"გენტმა" საჩემპიონო ექვსეულში პირველი გამარჯვება იზეიმა.