11 მაისს, უკრაინის პრემიერლიგის 28-ე ტურში თავი "შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ გამოიჩინა.
ხოჭოლავამ "ოლეკსანდრიასთან" მოგებულ (2:1) საშინაო მატჩში თავურით დებიუტში გახსნა ანგარიში. მან მიმდინარე პირველობის 23 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ამავე ტურში კიევის "დინამომ" სახლში ვერ მოახერხა "ზორიას" დამარცხება (1:1). ასე რომ, დონბასური გუნდი დედაქალაქელებს 11 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია.
ამას გარდა, "შახტარს" დუბლის შესრულებაც შეუძლია, ვინაიდან თასის ფინალში გავიდა და 15 მაისს, გადამწყვეტ მატჩში, ზაპოროჟიეში "ინგულეცს" შეხვდება.
https://www.facebook.com/sanjoseearthquakes/videos/320663845281213/?v=320663845281213
https://twitter.com/SJEarthquakes/status/1127385964362395648