ვაკო ყაზაიშვილის ლამაზი გოლი MLS-ში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 მაისის დილით "სან ხოსე ერსქუეიქსმა" MLS-ის მე-11 ტურში გასვლითი შეხვედრა გამართა "ნიუ ინგლენდ რევოლუშენთან". საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები - გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგოთა შორის იყვნენ.

"სან ხოსეს" არგენტინელმა მწვრთნელმა ვაკო მეორე ტაიმის დასაწყისში შეუშვა მოედანზე. ქართველმა შემტევმა მატჩის 88-ე წუთზე ლამაზი კომბინაციის შემდეგ ძლიერად დაარტყა და საკუთარ გუნდს პრესტიჟის გოლი მოუტანა.

შეხვედრა "სან ხოსემ" წააგო - 1:3.  კაშია მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ეს ვაკოს პირველი გოლი იყო მიმდინარე სეზონში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პატარა ტრაკუცა ბიჭი ვინარისო
რუსთავი
12:29 12-05-2019
3

სიახლეები პოპულარული