ლეგიონის უქმეები: 7 ქართული გოლი და დაქვეითებული კლუბები [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა ლეგიონერებმა გასულ უქმეებზე სხვადასხვა ჩემპიონატში 7 გოლი გაიტანეს, თუმცა ორი ცუდი ფაქტიც მოხდა - გერმანიის მეორე ბუნდესლიგიდან გიორგი ლორიას "მაგდებურგი" გავარდა, პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონი კი ავთო ებრალიძის და გიორგი არაბიძის "ნასიონალმა" დატოვა.

გერმანია
II ბუნდესლიგა. 33-ე ტური. ბერლინის "უნიონმა" "მაგდებურგი" 3:0 დაამარცხა და მეორე ბუნდესლიგა ერთი ტურით ადრე დაატოვებინა. სტუმართა კარს გიორგი ლორია იცავდა, რომელიც დიდი ალბათობით, კლუბს დატოვებს.

ესპანეთი
ლა ლიგა 2. 38-ე ტური. გიორგი აბურჯანიას "ლუგომ" სტუმრად "ხიხონთან" ნულოვანი ფრე ითამაშა. ქართველი ნახევარმცველი 64-ე წუთზე შეცვალეს. "ლუგო" 41 ქულით
მე-18 ადგილზეა. მასსავით 41 ქულა აქვს "რაიო მაიადაჰონდას", რომელიც გასავარდნ ზონაშია.

მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა გიორგი პაპუნაშვილმა, რომლის "სარაგოსამაც" "ექსტრემადურა" 3:0 დაამარცხა.

ბელგია
იუპერლიგა. "გენტმა" სტუმრად 3:2 დაამარცხა "სტანდარტი". გიორგი ჩაკვეტაძე ნაოპერაციებია და რამდენიმე თვე ვარჯიშს ვერ მოახერხებს, გიორგი ქვილითაია კი მოედანზე 85-ე წუთზე გამოჩნდა და 94-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა.

90 წუთი ითამაშა ირაკლი ბუღრიძემ "ბეერსხოტის" შემადგენლობაში "შარლერუასთან" წაგებულ (0:3) შეხვედრაში.

პორტუგალია
პრიმიერა ლიგა. 33-ე ტური. გიორგი მაკარიძის "სეტუბალმა" "შავეში" 2:1 დაამარცხა და უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა, რაც ვერ მოახერხა გიორგი არაბიძის და ავთო ებრალიძის "ნასიონალმა", რომელიც "პორტუსთან" (0:4) დამარცხდა. არაბიძე განაცხადში არ ყოფილა, ებრალიძემ კი მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.


შვეიცარია
სუპერლიგა. 33-ე ტური. სრული მატჩი ჩაატარა "გრასჰოპერსთან" მოგებულ (4:0) შეხვედრაში "ლუცერნის" მცველმა ოთარ კაკაბაძემ. მან ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.
"ციურიხის" განაცხადში არ ყოფილა ლევან ხარაბაძე, რომლის გუნდმაც "ქსამაქსი" 2:1 დაამარცხა. ქართველების კლუბებს ევროპა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი აქვთ.

ავსტრია
ბუნდესლიგა. 30-ე ტური. საჩემპიონო ჯგუფში "შტურმი" "აუსტრიასთან" 1:3 დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც შეხვედრის სადებიუტო გოლი 29-ე წუთზე გაიტანა, თუმცა მისმა გუნდმა მატჩი მაინც დათმო.

პოლონეთი
ექსტრაკლასა. საუკეთესო იყო მოედანზე ლუკა ზარანდია, რომლის "არკამაც" "სოსნოვიეცი" 2:0 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.


"სოსნოვიეცის" რიგებში 92-ე წუთზე შეცვალეს გიორგი ივანიშვილი, გიორგი გაბედავა კი თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო.
ვაკო გვილიას (მე-80 წუთზე შეცვალეს) "გურნიკმა" სტუმრად "ლეგნიცას" მოუგო - 1:0. 75 წუთი ითამაშა ვატო არველაძემ, რომლის "კორონაც" "ვისლასთან" 0:1 დამარცხდა. "პლოცკის" ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი კი 71-ე წუთზე ჩაერთო "შლიონსკისთან" წაგებულ (1:2) შეხვედრაში.

დანია
სუპერლიგა. 87-ე წუთამდე ითამაშა და საგოლე გადაცემა შეასრულა საბა ლობჟანიძემ, რომლის "რანდერსმაც" "სონდერისკე" 4:3 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი პლეი-ოფის შემდეგ ეტაპზეა.

1:4 დამარცხდა "ესბიერგი" "ოდენსესთან". ლაშა პარუნაშვილმა სრული მატჩი ჩაატარა.

რუსეთი
პრემიერლიგა. 28-ე ტური. სადებიუტო გოლი გაიტანა მოსკოვის "ლოკომოტივის" 18 წლის ქართველმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც "რუბინთან" მოგებულ (4:0) შეხვედრაში უკანასკნელი გოლი გაიტანა. ის თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო და მეტოქის კარი 87-ე წუთზე აიღო. სრული მატჩი ჩაატარა საბა კვირკველიამ.

90 წუთი ითამაშა გია გრიგალავამ ტულის "არსენალის" რიგებში, რომელმაც "ანჟი" 1:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მე-6 ადგილზეა და ევროპა ლიგაზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს.

უნგრეთი
69 წუთი გაატარა მოედანზე გიორგი ბერიძემ, რომლის "უიპეშტი" "პუშკაშ აკადემიასთან" 0:1 დამარცხდა. სტუმრების რიგებში ბაჩანა არაბულს არ უთამაშია.

ბუბა დაუშვილის (90 წუთი) "ჰალადაში" კი 0:1 დამარცხდა "მეზოკოვეშდთან".


უკრაინა
პრემიერლიგა. 28-ე ტური. "შახტარმა" ხარკოვში "ოლექსანდრია" მიიღო და 2:1 დაამარცხა. ანგარიში დონეცკელთა ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ გახსნა, რომელმაც მეტოქის კარი მე-4 წუთზე თავური დარტყმით აიღო. დიდი ალბათობით, "შახტარი" ჩემპიონობას მომავალ ტურში იზეიმებს.

ჯაბა ლიპარტიამ "არსენალისა" და "ჩერნომორეცის" მატჩში (3:3) მოედანზე მეორე ტაიმი გაატარა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

1:1 დასრულდა "ვორსკლასა" და "კარპატის" მატჩი, სადაც სამმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა - სანდრო კობახიძემ (22 წუთი), ნიკა სანდოხაძემ (79 წუთი) და ანდრო გიორგაძემ (90 წუთი).


ჩეხეთი
I ლიგა. ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინი" 2:3 დამარცხდა "სიგმასთან". ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 88 წუთი გაატარა.


ხორვატია
HNL. გიორგი მჭედლიშვილის "გორიცამ" "ისტრა" 4:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე პირველი ტაიმი გაატარა.


ლატვია
ვირშლიგა. ბექა ვაჩიბერაძის "რიგასმა" სტუმრად "იელგავასთან" ფრედ, 0:0 ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა - 0:0.

ლიეტუვა
A ლიგა. ლევან მაჭარაშვილის (90 წუთი) "შტუმბრასი" სტუმრად "ატლანტასს" დაუზავდა - 0:0.


ყაზახეთი
პრემიერლიგა. მე-10 ტური. ელგუჯა ლობჯანიძემ "ასტანას" გაუტანა და მისმა გუნდმა გათამაშების ლიდერი (2:0) დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა 76-ე წუთზე შეაგდო.

ნიკა კვეკვესკირის და ჯაბა კანკავას "ტობოლი" "კაისართან" 1:5 განადგურდა. სტუმართაგან ერთადერთი გოლი კვეკვესკირმა გაიტანა, რომელმაც სრული შეხვედრა ჩაატარა. კანკავა კი მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა.

აშშ
MLS. კიდევ ერთი მარცხი იწვნია "სან ხოსემ", რომელიც "ნიუ ინგლენდთან" 1:3 დამარცხდა. სტუმართაგან ერთადერთი გოლი 88-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. ის თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. გურამ კაშია კი ტრავმირებულია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ლობჟანიძის გუნდს სახელი არ აქვს?
უსახელო
11:52 14-05-2019
0
ვაისა ძია__ დაუძახე ნაკრებში ზარანდიას, კვარაცხელიას, გრიგალავას, აღარ გვინდა ეს კაშია, ყაზაიშვილი ანანიძე და მისნაირები. ლორია, გეგეჭკორი, კვირკველია, ხოჭოლავა, გრიგალავა, კანკავა, კვეკვესკირი, ზარანდია, კვარაცხელია, გვილია, ქვილითაია. ისე ყველა მეგრელია ჩემს 11-ეულში :)))) ბარემ ტრენერად ქეცბა და ეგაა გავდივართ სამარგალო :)
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული