ხვიჩა კვარაცხელიას "ლოკომოტივში" იჯარა უმთავრდება - მისი სამსახურით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ

AutoSharing Option
რუსული კლუბების სატრანსფერო გეგმების შესახებ ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი მუდამ ოპერატიულად და ობიექტურად იუწყება. ამჯერად მან მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველი ფეხბურთელების, საბა კვირკველიასა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

"ღიად რჩება "ლოკომოტივში" ქართველი ლეგიონერების ბედი. კვირკველიაზე ადრეც დავწერე: მხარეები კონტრაქტის გაგრძელებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებას, თუმცა ჯერ ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

ხვიჩა რკინიგზულ გუნდში იჯარითაა და "ლოკომოტივი" ჯერჯერობით "რუსთავისგან" მისი ტრანსფერის სრულად გამოსყიდვაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს. საიჯარო ხელშეკრულებაში კონტრაქტის გამოსყიდვის პუნქტი არაა შეტანილი, რაც მოლაპარაკების პროცესს ართულებს.

როგორც მრავალრიცხოვანი აგენტები ამტკიცებენ, 18 წლის კვარაცხელიას სამსახურით ევროპული
გუნდები სერიოზულად არიან დაინტერესებულნი, პირველ რიგში, პორტუგალიური, ბელგიური და გერმანული კლუბები. ისინი ხვიჩას პოტენციალს ხედავენ და შეძენის შემდეგ პერსპექტივაში მის ტოპ-ლიგაში უკვე უფრო დიდ თანხად გაყიდვას ისახავენ მიზნად", - წერს არუსტამიანი თავის ტელეგრამ-არხზე.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ყველას ევროპა აკერიათ პირზე როგორც ფეხბურთელს ისე გულშემატკივარს. ერთი ვერ გაუგიათ მხოლოდ თუ არ თამაშობ იმ 5 ტოპ ლიგაში,რომელიც ყველამ ვიცით რომელზეც ვამბობ სხვა არის ჭაობი. დანია ბელგია პოლონეთი და ა.შ. მე მაინც ვერ ვხვდები რითი ხელმძღვანელიბენ ის ხალხი ვინც ევროპის გუნდებს ურჩევენ ფეხბურთელებს სათამაშოდ. ალბათ იმით რომ რუსეთი ოკუპანტია და ევროპაში ცხოვრების დონე მაღალია ადამიანის უფლებებს იცავენ და ა.შ. ეგ ვიცი, მაგრამ ფეხბურთთან ამას რა კავშირი აქვს? შეხედეთ აფრიკელ ფეხბურთელებს როგორი ფიზიკური მომზადება აქვთ და მერე ჩვენ ფეხბურთელებს. აი მათ მართლა ეკუთვნით იმ ტოპ ლიგებში თამაში და ამართლებენ კიდეც
დავით 67
20:07 26-05-2019
1
გააჩნია შემოთავაზებას. თუარადა სამწლიანი კონტრაქტი საკმარისია, მეტი არავითარ შემტხვევაში. მოღონიერდება, გადახედავს და წავა ევროპაში.თუ ივარგა და სურვილი ექნა, წინ ვერავინ დაუდგება, ნაკრებშიც გამოიჩენს თავს, თუ ათამაშეს და ეგაა. რა ვიცი ნაკრებში ისეთებს არ ათამაშებენ?
ვასო
14:02 14-05-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული