კვიპროსული გამოცემა: გიორგი ლორიას უფლება აქვს, "ანორთოსისში" უფასოდ გადავიდეს

AutoSharing Option
გიორგი ლორიას "მაგდებურგი" მეორე ბუნდესლიგის 33-ე ტურში ბერლინის "უნიონთან" 3:0 დამარცხდა და მომავალ სეზონს მესამე ბუნდესლიგაში გაატარებს.

კვიპროსული 24sports.com.cy მიიჩნევს, რომ ეს კარგი საშუალება იქნება, რომ ქართველმა მეკარემ კარიერა "ანორთოსისში" გააგრძელოს.

"მაგდებურგი" მესამე ბუნდესლიგაში დაქვეითდა. გიორგი ლორია, რომელიც გერმანულ კლუბს 2019 წლის იანვარში შეუერთდა, კლუბს დატოვებს, რადგან კონტრაქტის მიხედვით, თუ "მაგდებურგი" ადგილს ვერ შეინარჩუნებდა, ქართველ მეკარეს კლუბის დატოვების უფლება ექნებოდა.

გიორგი ლორიას შეუძლია "ანორთოსისის" მოთამაშე უფასოდ გახდეს" - წერს კვიპროსული გამოცემა.

33 წლის მეკარე "მაგდებურგს" 2019 წლის დასაწყისში შეუერთდა, თუმცა მასთან ერთად
მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნა ვერ მოახერხა. მას "ანორთოსისში" თემურ ქეცბაია დახვდება, რომელიც კვიპროსული კლუბის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად უკვე დაინიშნა. ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ ამ გუნდში ითამაშებს თორნიკე ოქრიაშვილიც.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჭანტურია დაიმატოს მაგის მესობის აღარავის ჯერა მაგრამ ანორთოსისისთვის კარგი დანამატი იქნება თანაც უფასოდ.
ICEMAN
17:50 13-05-2019
1

სიახლეები პოპულარული