"რუსთავის" დირექტორი: "ლოკომოტივს" კვარაცხელიას თაობაზე არ მოუმართავს, მათ კონტრაქტის გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლება აქვთ

AutoSharing Option
18 წლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია "რუსთავიდან" მოსკოვის "ლოკომოტივში" იჯარით სეზონის ბოლომდეა გადასული, სადაც თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს ის კარიერას. შექმნილი ვითარება "რუსთავის" დირექტორმა ბადრი მაჭავარიანმა განმარტა.

"ვფიქრობ, ხვიჩა მომავალში თავს წარმოაჩენს. ისეთ მეგა-კლუბში, როგორიც "ლოკომოტივია", რა სათამაშო დროსაც აძლევენ, დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს. დიდი პრაქტიკის და ხედვის მქონე მოსკოვურ კლუბს ხვიჩას პერსპექტივა რომ არ დაენახა, ძირითად შემადგენლობაში არ დააყენებდნენ.

ამ ფეხბურთელის პერსპექტივას ჩვენც ვხედავთ და "ლოკომოტივიც". სავსებით რეალურია, რომ კვარაცხელია მოსკოვში ათამაშდება. მთავარია, ყველაფერი კარგად ჰქონდეს და ამასთან,
იღბალიც სჭირდება.

ჩვენ "ლოკომოტივის" წინადადების მოლოდინში ვიმყოფებით. კონკრეტული წინადადებით ჯერ არ მოუმართავთ, რადგან აგვისტომდე დროა, სიჩქარე საჭირო არაა, ფეხბურთელის ბედი წყდება და რაც უნდა იყოს, ეს სერიოზული საკითხია. ვიცი, "ლოკომოტივში" პროფესიონალები მუშაობენ, ამ საკითხით დაკავებულნი არიან და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

კონტრაქტის შესაძლო გამოსასყიდი თანხა? ჯერ ამ საკითხზე არ ჩამოვყალიბებულვართ და ადრეა ამაზე საუბარი.

საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებისას ვალდებულება ავიღეთ, კვარაცხელიას შესახებ არავისთან არ გვეწარმოებინა მოლაპარაკება. მოვილაპარაკეთ, რომ პირველ რიგში "ლოკომოტივია", შემდეგ კი - სხვები. "ლოკომოტივს" მისი კონტრაქტის გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლება აქვს", - განუცხადა მაჭავარიანმა ТАСС-ს.

ცნობისათვის, ჟურნალისტმა ნობელ არუსტამიანმა იუწყა, რომ კვარაცხელიას სამსახურით ევროპული კლუბები არიან დაინტერესებულნი.

altხვიჩა კვარაცხელიას "ლოკომოტივში" იჯარა უმთავრდება - მისი სამსახურით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ

altიური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიაზე: ქართველები "ლოკომოტივში" მუდამ ვარგობდნენ [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელიას მამა: ჩემს შვილს "ლევერკუზენი" და "დორტმუნდი" იწვევდნენ

altიური სიომინი: ხვიჩა კვარაცხელიას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, ჯერ მძიმე ტვირთს არ ავკიდებთ



მკითხველის კომენტარები / 9 /
rogor profesorob komble????? rogor yvelam icit vin rogor unda moiqces... tqveni adgili naxet yvelam. xvichas carmatebebi
emigranti
14:33 15-05-2019
1
და დინამო?
მტერი არ უნდა გაიჩინო ფულის გულიზა, მტერი!!! მარა სადაც ფულია ამაზე აღარ ფიქრობენ......
კ ო მ ბ ლ ე
03:35 15-05-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული