პოლონეთის ექსტრაკლასას 36-ე ტურში გიორგი მერებაშვილის პლოცკის ვისლამ გასვლაზე 1:0 დაამარცხა ვაკო გვილიას "გურნიკი".
ამ მატჩში გოლი მერებაშვილმა საჯარიმოს გარედან ულამაზესი დარტყმით გაიტანა. მერებაშვილმა ამ სეზონში ჩემპიონატის 31 შეხვედრაში 7-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
მერებაშვილმაც და გვილიამაც შეუცვლელად ითამაშეს.
"ვისლამ" ამ მოგებით გასავარდნ ზონას თავი დააღწია - 3 ქულით დაშორდა, "გურნიკი" კი 6 ქულითაა დაშორებული და ფაქტობრივად, სამშვიდობოსაა.
18 მაისს, უკანასკნელ ტურში "ვისლა" უკვე ქვედა ლიგაში გავარდნილ "ზაგლებიეს" უმასპინძლებს.
ზაბჟე. "არენა ზაბჟე". 11 895 მაყურებელი
გურნიკი - ვისლა 0:1
გოლი: მერებაშვილი (7)