გიორგი ქვილითაია: თუ მომავალ სეზონში შესაძლებლობებს ვერ დავინახავ, "გენტიდან" წავალ

AutoSharing Option
ფოტო: Kaagent.be

საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ ბელგიურ Het Laatste Nieuws-სთან საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, თუ მომავალ სეზონში გუნდში მომავალს ვერ დაინახავს, კლუბს დატოვებს.

"შემიძლია ბურთი დავიჭირო, პასი გავაკეთო და საჯარიმოში გავჩნდე, მაგრამ გოლის გატანა განსაკუთრებულად მომწონს. არ აქვს მნიშვნელობა, კარგად ვთამაშობ თუ ცუდად: თუ ვერ გამაქვს, ბედნიერი არ ვარ.

რთული წელიწადი მქონდა, მაგრამ აქ დარჩენა მსურს. სეზონის დასრულების შემდეგ მწვრთნელთან და ხელმძღვანელობასთან ვისაუბრებ. თუ მომავალ სეზონში შესაძლებლობებს ვერ დავინახავ, არ დავრჩები. თამაში მსურს, მაგრამ ეს მომავალ
წელს ეხება, ახლა კი მხოლოდ ორ დარჩენილ მატჩზე ვფიქრობ", - განაცხადა გიორგი ქვილითაიამ.

ქართველ თავდამსხმელს ბელგიურ კლუბში ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა. ჯამში მან იუპერლიგაში 9 შეხვედრა გამართა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნაკრებში უნდა დაამტკიცო ნაკრებში რა შეგიძლია. ისე კარგი მონაცემები კი აქვს.
sdfffff
17 მაისი 2019 00:43
2
წახვალ თუ ბარსელონა არ გეხვეწება
გაგი
17 მაისი 2019 15:18
2
ჯერ თამაში ისწავლე და მერე გამოთქვი პრეტენზიები!
ქუთაისი
17 მაისი 2019 11:11
4
დიეგო
galaksi
17 მაისი 2019 15:01
0

სიახლეები პოპულარული