გიორგი პაპუნაშვილმა შეცვლაზე შესვლიდან 18 წამში ანგარიში გაათანაბრა - "სარაგოსამ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 მაისს, სეგუნდადივიზიონის 38-ე ტურის დასკვნით მატჩში "გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" სახლში 4:2 სძლია ხიხონის "სპორტინგს".

პაპუნაშვილი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც მისი გუნდი 1:2-ს აგებდა და 18 წამში ანგარიში გაათანაბრა. ის იმ დროს შევიდა მოედანზე, როდესაც მისი გუნდი კუთხურს აწვდიდა, საჯარიმოში არეულობაში ყველას დაასწრო და ბურთს მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

გიორგის მიერ შესვლიდან 18 წამში გოლის გატანა "მარკამაც" აღნიშნა და გამორჩეულად ვიდეო გამოაქვეყნა.

ამის შემდეგ არაგონელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

პაპუნაშვილს ტრავმის გამო ამ სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი გაუცდა,
მხოლოდ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (თანაც, სრულად თამაში იშვიათად უწევდა) და 2 გოლი გაიტანა.

"სარაგოსა" 50 ქულით მე-13 ადგილზეა და 24 მაისს, შემდეგ ტურში სტუმრად "მალაგას" დაუპირისპირდება.

სარაგოსა. "რომარედა". 19 963 მაყურებელი
სარაგოსა - სპორტინგი 4:2
გოლები: 0:1 ლოდი (8), 1:1 ვასკესი (39), 1:2 ლოდი (47), 2:2 პაპუნაშვილი (66), 3:2 ვასკესი (70), 4:2 გუალი (90+1)

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვთვლი რომ უნდა ჩაანაცვლონ ახალმა ფეხბურთელებმა შეცვალონ ანანიძე და ყაზაიშვილი,არაეფექტურად გამოიყურებიან ორივე..მითუმეტეს ცენტრში კონკურენცია არის და გვყავს უფრო ეფექტური მოძრავი ახალგაზრდები
Smouk
05:32 19-05-2019
1
არვიცი ვინ რას ფიქრობთ ამ ფეხბურთელზე, მაგრამ ნაკრებშიც რომ ითამაშა, მახსოვს ძაან "ღორობდა".. პასის გაკეთება არ უნდოდა და თვითონ ურტყამდა სულ. .. დრიბლინგი კი - კარგი აქვს, მაგრამ იმედია უკვე დაიხვეწა სარაგოსაშიც და უფრო შემდგარი ფეხბურთელი დაუბრუნდება ნაკრებს ))
ზუზუ
16:45 18-05-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული