"ანორთოსისმა" სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა - ქართველები ერთი თვეა განაცხადში არ არიან

AutoSharing Option
18 მაისს, კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ექვსეულის უკანასკნელ ტურში ქართველების "ანორთოსისი" 0:3 დამარცხდა "დოქსასთან".

"ანორთოსისმა" სეზონი მეორე ექვსეულში პირველ ადგილზე დაასრულა.

ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ თავდამსხმელებს ნიკა კაჭარავას და ბექა მიქელთაძეს. ეგ კი არადა, აწ უკვე ყოფილ მწვრთნელს იურგენ სტრეპელს ისინი ბოლო 1 თვის გამვავლობაში განაცხადშიც კი არ შეჰყავდა.

ჰოლანდიელი სტრეპელი 2018 წელს ჩაუდგა "ანორთოსისს" სათავეში, იქამდე კი "ჰეერენვენს", "ვილემს" და "ჰელმონდ სპორტს" წვრთნიდა.

როგორც იცით, "ანორთოსისის" მწვრთნელად თემურ ქეცბაია
დაინიშნა და ვნახოთ, როგორ სახეს მიიღებს მომავალ სეზონში ფამაგუსტური გუნდი და მოიძებნება თუ არა მასში ქართველი ლეგიონერებისთვის ადგილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული