გიორგი ქვილითაიამ სეზონი გოლით დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 მაისს, ბელგიის ჩემპიონატის საჩემპიონო ექვსეულის უკანასკნელ, მე-10 ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე "ანდერლეხტი" 2:1 დაამარცხა.

ამ შეხვედრის დებიუტში ანგარიში მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ გახსნა, რომელიც 78-ე წუთზე შეცვალეს.

ქვილითაიას ტრავმის გამო ნახევარი სეზონი გაუცდა, შემდეგ მწვრთნელი იეს ტორუპი იშვიათად ათამაშებდა, მაგრამ ჩემპიონატის 11 მატჩში 4-ჯერ მაინც დალაშქრა მეტოქეთა კარი.

გენტი. "ჩელამგო-არენა". 19 243 მაყურებელი
გენტი - ანდერლეხტი 2:1
გოლები: 1:0 ქვილითაია (2), 1:1 ბოლასიე (74), 2:1 დავიდი (76)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ადვილი გოლი არ იყო გასატანად, თან მარცხენათი. ყოჩაღ, ერტყობა კარგ ფორმაშია.
გიორგი
15:20 20-05-2019
0
მარტივია ფეხბურთი თითქოს, მაგრამ ამაშია მთელი ხიბლი.
გიო1
02:54 20-05-2019
1

სიახლეები პოპულარული