გიორგი არაბიძე პორტუგალიური ლიგის იმედგაცრუებებს შორის მოხვდა

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე, რომელიც "ნასიონალის" ფეხბურთელია, ლიგის იმედგაცრუებებში მოხვდა. პორტუგალიურმა გამოცემა maisfutebol-მ სეზონი შეაჯამა და თითოეული გუნდიდან დაასახელა ის ფეხბურთელი, რომელიც გამორჩეული იყო და ისიც, ვინც იმედები გაუცრუა გუნდს.

აი, რას წერს გამოცემა არაბიძის შესახებ:

"ნასიონალში“ იმედგაცრუება გიორგი არაბიძე იყო, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი იმედი. ბოლო წუთზე "მორეირენშეს" წინააღმდეგ აცილებული პენალტი არის მისი სეზონის შეჯამება და იმის ნათელი მაგალითი, რომ მისი აყვანა სწორი გადაწყვეტილება არ იყო."

რაც შეეხება პორტუგალიურ ლიგაში მოთამაშე კიდევ ორ ქართველს - გიორგი მაკარიძესა და ავთო
ებრალიძეს, გამოცემის მიხედვით, ისინი გამორჩეულები არც დადებითი და არც უარყოფითი კუთხით არ ყოფილან თავიანთ კლუბებში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ისე, მაგ ბავშვის გაფუჭებაში, ვაისას და ფედერაციის ლომის წილი დევს. კაი მწვრთნელი, მაგისგან მსოფლიო დონის ფეხბურთელს დააყენებს, მარა სადაა. შეიძლება ჯერ კიდევ არაა გვიან. მენანება და წარმატებებს ვუსურვებ. თავში ავარდნილის მაგას არაფერი ეტყობა, უბრალოდ ეტყობა პატრონი არა ყავს, თორე პატრონიანებს კაი აგენტები და ნაკრები გარანტირებული აქვთ. ობლებს გამჩენის წყალობა აქვთ და მაგასაც მოხედავს.
zvare
23:15 22-05-2019
17
დაახლოებით ჭანტურიას ანალოგიასთან გვაქვს საქმე,თავში ავარდნა და ...მენტალიტეტი ძამია მენტალიტეტი
guria
19:03 22-05-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული