ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლევან მაჭარაშვილმა ლიეტუვის ჩემპიონატზე მესამე გოლი გაიტანა

AutoSharing Option
ლიეტუვის ჩემპიონატის მე-12 ტურში ლევან მაჭარაშვილის "შტუმბრასი" კაუნასში 3:4 დამარცხდა "ჟალგირისთან".

არადა, მაჭარაშვილის გუნდი თავიდან 3:0-ს იგებდა და მეორე გოლი 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა.

მან მიმდინარე ჩემპიონატის 12 მატჩში სამჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

"შტუმბრასი" რვაგუნდიან ჩემპიონატზე 15 ქულით მე-5 ადგილზეა და 31 მაისს, შემდეგ ტურში ვილნიუსში "ჟალგირისს" შეხვდება.