
21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ლევან მაჭარაშვილმა ლიეტუვას A ლიგის პირველივე ტურში გამოიჩინა თავი.
"შტუმბრასმა" მის მიერ 62-ე წუთზე გატანილი გოლით კაუნასში "პანევეჟისი" 1:0 დაამარცხა.
მაჭარაშვილი "შტუმბრასში" 2017 წლის თებერვალში გადავიდა, ცენტრალური ნახევარმცველია, შეუძლია ითამაშოს უკანდახეულ თავდამსხმელადაც და პირველივე სეზონში გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახდა.
ლევანი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია.