ლეგიონის უქმეები: 5 გოლი და ჯიმი ტაბიძის სუპერმატჩი მარცხენა ფლანგზე [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ნაკრები ანდორაში შეკრებას დაიწყებს. ნაკრების ფეხბურთელების დიდ ნაწილს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა. მეორე ნაწილი ან სათადარიგო იყო, ან განაცხადშიც არ გამოჩენილა.

ავსტრია

გრაცის "შტურმმა" შინ "პოლტენი" მიიღო და ფრედ, 0:0 ეთამაშა. მასპინძელთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა. მისი გუნდი 14 ტურის შემდეგ მე-7 ადგილზეა.

ბელორუსი

გიორგი ქანთარიას "ნემანი" შინ "სმოლევიჩს" 1:1 ეთამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა. "ნემანი" 28 ტურის შემდეგ მე-7 ადგილზეა.

ბელგია

ქართველების "გენტი" სტუმრად "ანდერლეხტთან" 0:2 დამარცხდა. გიორგი ჩაკვეტაძემ 90 წუთი ითამაშა, გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია. 15
ტურის შემდეგ "გენტი" მე-6 პოზიციაზეა.

ხორვატია

გიორგი მჭედლიშვილის "გორიცა" "რუდესს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ქართველი მცველი სათადარიგო გახლდათ. 14 ტურის შემდეგ "გორიცა" მე-4 ადგილზეა.

კვიპროსი

ქართველების "ანორთოსისმა" "ნეა სალამისი" 1:0 დაამარცხა. ნიკა კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში იყო, 59-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 61-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ შეცვალა. 9 ტურის შემდეგ "ანორთოსისი" მე-6 პოზიციაზეა.

დანია

გიორგი პარუნაშვილის "ესბიერგი" სტუმრად "ოდენსესთან" 1:2 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. მისი გუნდი 16 ტურის შემდეგ მე-3 ადგილზეა.

საბა ლობჟანიძის "რანდერსი" შინ "ნორდსაილენს" ფრედ, 1:1 ეთამაშა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. "რანდერსი" მე-9 ადგილზეა.

ესტონეთი

ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" ფინალურ მატჩში დაკარგა ჩემპიონობა. ისინი სტუმრად "ლევადიასთან" 1:2 დამარცხდნენ და მესამე ადგილზე გავიდნენ. ზაქარია ბეგლარიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, გოლი ვერ გაიტანა და მისმა კონკურენტმა ლილიუმ ბომბარდირთა დავაში ერთი გოლით გადაასწრო (31 გოლი). "ფლორამ" წლის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი შემტევი დაასახელა.

ფინალური მატჩიც წააგო გეგი კეკუას "პარნუმ". ისინი "კურესარს" ესტუმრნენ და 1:2 დამარცხდნენ. კეკუა ძირითად შემადგენლობაში იყო, მისი გუნდი კი ბოლო ადგილით ლიგიდან გავარდა.

საფრანგეთი

ლიგა 2-ში ჯაბა ჯიღაურის "გრენობლმა" "აიაჩო" 2:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო. 14 ტურის შემდეგ "გრენობლი" მეხუთე ადგილზეა.

უნგრეთი

ბაჩანა არაბულის "პუშკაში" "მტკ ბუდაპეშტს" ესტუმრა და 2:3 დამარცხდა. ბაჩანა არაბული ძირითად შემადგენლობაში იყო და 38-ე წუთზე გოლი გაიტანა. 14 ტურის შემდეგ "პუშკაში" მეცხრე ადგილზეა.



გიორგი ბერიძის "უიპეშტი" "კიშვარდას" ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. "უიპეშტი" მეხუთე ადგილზეა.

ირანი

გიორგი გველესიანის "ნასაჯმა" "ეშტეღლალი" 2:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. "ნასაჯი" 12 ტურის შემდეგ მეთორმეტე ადგილზეა.

ყაზახეთი

ქართველების "ტობოლმა" ქართველების "ყიზილჟარი" 3:0 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ნიკა კვეკვესკირი, რომელმაც 56-ე წამზე გოლი გაიტანა. ის 67-ე წუთზე ჯაბა კანკავამ შეცვალა. რაც შეეხება სტუმრებს, გიორგი ფოფხაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, შოთა გრიგალაშვილი მატჩის მეორე ნახევარში გამოჩნდა მოედანზე. 33 ტურის შემდეგ "ტობოლი" მესამე ადგილზეა, "ყიზილჟარი" - მე-11, გასავარდნ პოზიციაზე.



ლაშა კასრაძის "ჟეტისუმ" "აკჟაიკი" 3:1 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მისი გუნდი მეექვსე ადგილზეა.

ლატვია

გურამ ლუკავას "იელგავა" სტუმრად "ვალმიერასთან" 0:1 დამარცხდა. ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა და 85-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. 28 ტურის შემდეგ "იელგავა" მეექვსე ადგილზეა.

ქართველების "რიგასი" შინ "ლიეპაიასთან" 0:1 დამარცხდა. ნიკა სანდოხაძე ტრავმირებულია, ხოლო დარჩენილი სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო: ბექა ვაჩიბერაძემ სრულად ითამაშა, ირაკლი სიხარულიძე 46-ე წუთზე შეცვალეს, ლაშა შერგელაშვილი კი 67-ე წუთზე გაიყვანეს მოედნიდან. "რიგასი" მესამე ადგილზეა.

ლიეტუვა

ლევან მაჭარაშვილის "შტუმბრასი" კაუნასის "ზალგირისს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში პირველი გოლი 56-ე წუთზე მაჭარაშვილმა გაიტანა. ის შეხვედრის მიწურულს შეცვალეს. 33 ტურის შემდეგ "შტუმბრასი" მეოთხე ადგილზეა.



ლუქსემბურგი

ლევან ყენიას "დუდელანჟმა" "ეტელბრუკი" 4:2 დაამარცხა. ქართველი შემტევი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და 49-ე წუთზე გოლიც გაიტანა. 11 ტურის შემდეგ "დუდელანჟი" მეორე ადგილზეა.

პოლონეთი

ვატო არველაძის "კორონამ" "პიასტი" 1:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო გახლდათ. 15 ტურის შემდეგ "კორონა" მეექვსე ადგილზეა.

ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო ლაშა დვალის "პოგონმა", რომელმაც "ლეგია" 2:1 დაამარცხა. ნაკრების მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 36-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. "პოგონი" მეშვიდე ადგილზეა.

გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" "ზაგლებლიე" 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. "პლოცკი" მე-10 ადგილზეა.

პორტუგალია

ავთო ებრალიძის "ჩავესი" პორტუგალიურ გრანდ "სპორტინგს" ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. "ჩავესი" ბოლო, მე-18 ადგილზეა.

რუსეთი

მოსკოვის "ლოკომოტივი" სტუმრად ყაზანის "რუბინს" ფრედ, 0:0 ეთამაშა, მასპინძელთა შემადგენლობაში საბა კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა. 14 ტურის შემდეგ მოსკოველები მესამე ადგილზე არიან.

გიორგი ჭანტურიას "ურალმა" "ორენბურგი" 2:1 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო. "ურალი" მეშვიდე ადგილზეა.

ჯიმი ტაბიძის "უფამ" ჯანო ანანიძის "სპარტაკი" 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში ბოლო პერიოდში აქტიურად ანდობენ ქართველ მცველს მარცხენა ფლანგს, ამ შეხვედრაში კი გადამწყვეტი ფაქტორი ტაბიძის ამ პოზიციაზე ყოფნა გამოდგა, რადგან ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა მან გააკეთა. სტუმართა შემადგენლობაში ჯანო ანანიძე განაცხადში არ ყოფილა. "სპარტაკი" მე-9 ადგილზეა, "უფა" მე-14-ზე.




ტულის "არსენალმა" მახაჭყალის "ანჟი" 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში გია გრიგალავამ შეუცვლელად იასპარეზა. ტულელები მეთერთმეტე ადგილზე არიან.

ესპანეთი

სეგუნდა დივიზიონში "ლუგო" შინ "ალკორკონთან " 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში გიორგი აბურჯანია სათადარიგო იყო. 13 ტურის შემდეგ "ლუგო" მეთექვსმეტე ადგილზეა.

შვედეთი

გიორგი ხარაიშვილის "გიოტებურგი" "ორებროს" ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. ხარაიშვილმა 90 წუთი ითამაშა და 57-ე წუთზე პენალტიც გაიტანა. ეს შვედეთში მისი მეცხრე გოლი გამოდგა და ბომბარდირთა დავაში მეთორმეტე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია ისიც, რომ მან 4 საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოასწრო და "გიოტებურგში" ნახევარი სეზონია, რაც თამაშობს. მისმა გუნდმა სეზონი მეთერთმეტე ადგილზე დაასრულა.



უმაღლესში აღზევების შანსი აქვს ზურაბ ცისკარიძის "ესკლისტუნას", რომელიც პლეი-ოფს ითამაშებს.

შვეიცარია

ქართველების "ლუცერნი" "ლუგანოს" ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. ოთარ კაკაბაძე სათადარიგო იყო, ხოლო ვაკო გვილია განაცხადში არ ყოფილა. 14 ტურის შემდეგ "ლუცერნი" მეექვსე ადგილზეა.

უკრაინა

პოლტავის "ვორსკლასა" და დონეცკის "შახტარის" დაპირისპირება 0:2 დასრულდა. მასპინძელთა შემადგენლობაში სანდრო კობახიძეს ტრავმა აქვს, ანდრო გიორგაძე განაცხადში არ ყოფილა. რაც შეეხება სტუმრებს, დავით ხოჭოლავამ 90 წუთი ითამაშა. 15 ტურის შემდეგ დონეცკელები პირველ ადგილზე არიან, პოლტაველები - მეოთხეზე.

altლევან ყენიამ "დუდელანჟში" პირველი გოლი გაიტანა

altტაბიძემ "სპარტაკთან" მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ანანიძე ისევ არ იყო განაცხადში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
მახარებს ის ფაქტი, რომ მარცხენა მცველის პოზიციაზე ტაბიძემ სპარტაკის წინააღმდეგ დიდებულად ითამაშა, 2 საგოლე. მთავარია ვაისმა და ფედერაციამ დაინახოს. დვალი რომ კვერკველიას სჯობს დიდიხანია ვამბობ, ნაკრების ბოლო თამაშშიც გამოჩნდა და პოგონმა წელს შესაძლოა საპრიზოსაც გამოჰკრას ხელი, რაც დვალის დამსახურებაცაა. დაცვაში კარგად ვართ, აი საყრდენ პოზიციაზე კი პრობლემები მოგვეძალა, გვილიას პრაქტიკა არააქვს, აბუსაც არ ეძლევა დრო. ჯაბა დაბერდა და გაისად არ გამოგვადგება. კვეკვეც უფრო მაღალ დონეზე არ მეიმედება. საინტერესოა, რატომ არ იძახებს სტაბილურად მოთამაშე პარუნაშვილს, რომელიც წარმატებით ასრულებს საყრდენის მოვალეობას? ასევე რატომღაც მგონია, რომ ფორმაში არ არის კაკაბაძე, მისი ტრანსფერი აშკარად წარუმატებელი გამოდგა და მან ნაკრებშიც მოუკლო . მე თუ მკითხავთ გუნდის მწვრთნელი არ ვარგა და ალბათ გამოცვლიან კიდეც. მცველებში არ გვიჭირს, მაგრამ მგონი დროა გარემარბის პოზიციაზე გამოიცადოს ებრალიძე, რომელიც სტაბილურად ასპარეზობს პორტუგალიის უპირველეს ლიგაში. მისი თამაშის სტილიდან გამომდინარე, იგი საყრდენადაც კარგი იქნება. და ასევე თავდამსხმელის დეფიციტის პირობებში აუცილებელი იყო ლობჟანიძის გამოძახება, რომელიც ასევე სტაბილურად ხვდება ძირითადში. როგორც ჩანს ვაისს არ აკმაყოფილებს პორტუგალიისა და დანიის უმაღლესი ლიგების დონე ან ამ ბიჭებთანააქვს პრობლემები, სანახავია ასევე ბერიძე, რომელსაც მშვენიერი სეზონი აქვს. მართალია შეტევაში იმდენად არ გვიჭირს, მაგრამ კონკურენცია და დამატებითი მოტივაცია, როცა ამის რესურსი არსებობს, არასდროსაა ზედმეტი. და ერთი კიდევ რა გახდა ერთი სრულყოფილი გადაცემა, ნუთუ შეუძლებელია ვაისის სკამზე დასმა და რომ გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხოს, რას გვემალება ეგ კაცი, მოიწვიეთ იმედზე ან პირველზე და მოხდეს განხილვა, მაყურებელსაც მიეცეს საშუალება დასვან კითხვები, რას ვკითხავთ ბოლობოლო ასეთს, ისევ ნაკრებს თუ წაადგება. ახლა პარუნაშვილი, ებრალიძე და ლობჟანიძე რომ გამოსაძახებელი იყო, ამაზე დავა შეიძლება? მართალია გავედით, ამ ორ თამაშსაც მოვიგებთ უმაგათოდაც, მაგრამ მომავალი შესარჩევისთვის ხომ გამოგადგებათ/? გუნდს გაიცნობდნენ, ვაისის სტრატეგიას გაიცნობდნენ და ყველანაირად წაადგებოდათ მათაც და ნაკრებსაც. როცა იგროკი ნაკრებშია, მაშინ მას უკეთესი პერსპექტივააქვს. შე კაცო 2 წელია ისეთებს იძახებთ, არჩ პრაქტიკა აქვთ და განაცხადშიც რომ არ შეყავთ და რა დააშავა ამ ხალხმა? მიეცით შანსი
ლევანი
16:45 12-11-2018
2
Ehh metqi gaitana kacharavam goli da cxvars davklav tqo da vera ra
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული