ფინანსური კრიზისის გამო "ტორპედო" 23 წლის ნახევარმცველმა თენგიზ წიქარიძემაც დატოვა.
ის ამ დღებში გუნდიდან წასული მეათე ფეხბურთელია. აქამდე კლუბიდან გიორგი ქიმაძე, მამუკა კობახიძე, ოლექსანდრ აზაცკი, ნიკოლა სტიეპოვიჩი, რიჩარდ ლუკა, მერაბ გიგაური, ლევან გეგეჭკორი, ამბროსი ჩაჩუა და ნოდარ ქავთარაძე წავიდნენ.
წიქარიძე "ტორპედოს" კლუბის "ფეისბუქის" გვერდით დაემშვიდობა:
"ბედნიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა აქ მეთამაშა და ისეთი კლუბის ღირსება დამეცვა, როგორიც "ტორპედოა". ჩემს ცხოვრებაში ეს ძალიან ბედნიერი და დასამახსოვრებელი წუთები იყო.
მინდა, პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა "ტორპედოს" გულშემატკივარს გადავუხადო - მათ გვერდში
დგომას ყოველთვის ვგრძნობდი. ასევე ძალიან დიდი მადლობა კახა ჩხეტიანს და მთელ სამწვრთნელო შტაბს. და ბოლოს, ძალიან დიდი მადლობა ფეხბურთელებს - ბიჭებს, რომლებმაც ისტორია დაწერეს. ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ თქვენს გვერდით ვითამაშე და მცირედი წვლილი შევიტანე კლუბის მიერ მოპოვებულ ტიტულებში.
დიდ წარმატებას ვუსურვებ ამ ისტორიულ და გამორჩეულ კლუბს. დარწმუნებული ვარ, "ტორპედო" თავის სიტყვას კიდევ ბევრჯერ იტყვის!"