ლევანი ტოსკანურ კლუბში 2006 წელს, 16 წლის ასაკში მივიდა, სადაც ორი სეზონის განმავლობაში ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, 18 წლის ასაკში კი ის "პალერმოში" გაანათხოვრეს, სადაც ორი წლის განმავლობაში 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა - ჯანლუიჯი ბუფონის კარში.
შემდეგ იყო უამრავი და გაუთავებელი ტრავმები.
საუკეთესო სეზონი ლევანს 2015-16 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც სერია A-ს 15 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა. წარმატებული სერია მაშინაც ტრავმამ შეწყვიტა, რომლის
სულ "ემპოლის" რიგებში ლევან მჭედლიძის ანგარიშზე 152 მატჩში 19 გატანილი გოლია.
ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 29 წლის თავდამსხმელი.
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ზლატანის გუნდის წინააღმდეგ [VIDEO]