"ლეგიას" საუკეთესო შენაძენი - პოლონური გამოცემა ვაკო გვილიას შესახებ წერს

AutoSharing Option
პოლონური გამოცემა przegladsportowy.pl ვარშავის "ლეგიასა" და ფინური კუპს-ის მომავალი დაპირისპირების შესახებ სტატიას აქვეყნებს და ერთ-ერთ ქვეთავს ქართველ ნახევარმცველ ვაკო გვილიას უძღვნის.

აი, რას წერს საიტი გვილიას შესახებ:

"სოლიდური შევსება საქართველოდან - ახალმოსული ფეხბურთელებიდან ამ დროისთვის 25 წლის ნახევარმცველმა საკუთარი თავი ყველაზე კარგად წარმოაჩინა და ყველაზე მეტს თამაშობს.

ზაბრჟეს "გურნიკის" ყოფილ ფეხბურთელს "ლეგიაში" ადაპტაციისთვის დიდი დრო არ დასჭირდა. ის ერთ-ერთია იმ 5 ფეხბურთელიდან, რომელმაც სეზონის 5-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სათადარიგოთა სკამიდან მხოლოდ კვირას, კიელცეში გამართულ მატჩში ჩაერთო. შეუცვლელი "ლეგიაში" მხოლოდ მეკარე რადოსლავ
მაიეცკი და მცველი არტურ ჟედრზეჟცჟუკი არიან.

გვილიამ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა კუთხურიდან, თუმცა "კორონას" წინააღმდეგ ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე ითამაშა და "ლეგიას" გამარჯვება ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოუტანა.

"ეს ცხოვრებაში გატანილი გოლებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რადგან გუნდმა ამ გოლით მოიგო", - თქვა ვაკომ შეხვედრის შემდეგ.

ერთი კვირის წინ ფინელების წინააღმდეგ თამაშის დროს მატეუშ ვიეტესკამ სწორედ გვილიას კუთხურიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ გაიტანა."

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში "ლეგიამ" კუპსი ვარშავაში 1:0 დაამარცხა. დღეს, 1-ელ აგვისტოს, საპასუხო შეხვედრა ფინეთში, კუოპიოში გაიმართება. თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
მებრძოლი და მშრომელი ფეხბურთელია, რასაც ამის თამაშებს ვუყურებ თავს არ ზოგავს წარმატებები...
ლადო
15:52 01-08-2019
0
ლეგიას ფანები დასცინიან არადა გარეგნობაზე )))))))))))))))))))))
18

სიახლეები პოპულარული