პორტუგალიის სეტუბალის "ვიტორიამ" ქართველ მეკარეს, გიორგი მაკარიძეს ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა.
ამასთან დაკავშირებით მაკარიძემ კლუბის საიტს შემდეგი განუცხადა:
"მიხარია, რომ დიდ კლუბთან თანამშრომლობას ვაგრძელებ. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში და მინდა, ჩემს გუნდს დავეხმარო. უკეთ უნდა ვითამაშოთ და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.
ჩვენ პორტუგალიაში საუკეთესო გულშემტკივრები გვყავს. ეს მათ გასულ სეზონშიც დაამტკიცეს. მძიმე მომენტებშიც კი ჩვენი მხარდაჭერა არ შეუწყვეტიათ. შევეცდებით, გავახაროთ. ისინი ამას იმსახურებენ".