"სეტუბალმა" გიორგი მაკარიძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

AutoSharing Option
პორტუგალიის სეტუბალის "ვიტორიამ" ქართველ მეკარეს, გიორგი მაკარიძეს ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა.

ამასთან დაკავშირებით მაკარიძემ კლუბის საიტს შემდეგი განუცხადა:

"მიხარია, რომ დიდ კლუბთან თანამშრომლობას ვაგრძელებ. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში და მინდა, ჩემს გუნდს დავეხმარო. უკეთ უნდა ვითამაშოთ და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.

ჩვენ პორტუგალიაში საუკეთესო გულშემტკივრები გვყავს. ეს მათ გასულ სეზონშიც დაამტკიცეს. მძიმე მომენტებშიც კი ჩვენი მხარდაჭერა არ შეუწყვეტიათ. შევეცდებით, გავახაროთ. ისინი ამას იმსახურებენ".

altსაოცარი "სეივი" და მოგერიებული პენალტი: მაკარიძემ "ვიტორიას" "ბირმინგემთან" მოაგებინა [VIDEO]

altგიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის ტურის

საუკეთესო მეკარედ აღიარეს

altrecord.pt: გიორგი მაკარიძე ბავშვობის ოცნების ახდენას ცდილობს, რომელიც თბილისის ქუჩებში თამაშის დროს ჰქონდა

altგიორგი მაკარიძეს მეტოქემ ვერ გაუტანა - სამაგიეროდ თანაგუნდელმა გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული