ახლახან "ტორპედოდან" "მეზოკოვეშდში" გადასულმა 25 წლის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატის პირველივე ტურში გამოიჩინა თავი.
მან "ზალაეგერშეგისთან" მოგებული საშინაო მატჩის (1:0) მე-20 წუთზე ბრძოლაში მეტოქის მცველს დაასწრო და გამარჯვების გოლი გაიტანა.
10 აგვისტოს, მეორე ტურში ბუდუს გუნდი სტუმრად "კაპოშვარის" შეხვდება.