3 აგვისტოს ქართველმა ლეგიონერებმა ითამაშეს, ერთადერთი გოლი კი უნგრეთში ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა, რის შესახებაც უკვე გამცნეთ.
ტვენტე - პსვ 1:1
ენსხედეში მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, 27 200 მაყურებელი დაესწრო და ეინდჰოვენელებმა მეორე ტაიმში ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. მასპინძელთა გუნდში გიორგი აბურჯანიას დებიუტი შედგა - ის 66-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 1:1 იყო.
სტანდარდი - ზულტე-ვარეგემი 4:0
ლუკა ზარანდიას ახალმა გუნდმა სეზონის სტარტზე ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია, ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს.
ლომელი - ვესტერლო 0:2
მასპინძელთა გუნდში ბექა ვაჩიბერაძემ
შეუცვლელად ითამაშა.
სიონი - ციურიხი 3:1
"ციურიხის" შემადგენლობაში სრულად ითამაშა ლევან ხარაბაძემ (იხ. ფოტო).
სლოვაცკო - ზლინი 1:0
სტუმართა გუნდის განაცხადში არ იყო ვახტანგ ჭანტურიშვილი.
ჟილინა - ტრენჩინი 2:1
მასპინძელთა გუნდის განაცხადში არ იყო ლუკა ლოჩოშვილი.
კრილია სოვეტოვი - ლოკომოტივი 1:2
ლოკომოტიველმა საბა კვირკველიამ ტრავმა მოირჩინა, განაცხადში ამ სეზონში პირველად მოხვდა, თუმცა არ უთამაშია. რკინიგზელებმა 90+4-ე წუთზე გრჟეგოჟ კრიხოვიაკის გატანილი გოლით იმარჯვეს.
სპარტაკი - დინამო 0:0
ჯანო ანანიძე სასტარტოში იყო და შესვენების შემდეგ ანდრეა შურლემ შეცვალა.
დესნა - ვორსკლა 2:0
სტუმართა გუნდის განაცხადში ისევ არ იყო ანდრო გიორგაძე.