ქართველი ლაშა შინდაგორიძე სოლიგორსკის "შახტიორის" ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.
მხარეებს შორის კონტრაქტი 2021 წლამდე გაფორმა.
ბელორუსის კლუბი შინდაგორიძის წარდგენისას წერს, რომ მან დანიური "ორჰუსისა" და "ზესტაფონის" აკადემია გაიარა, პროფესიონალური კარიერა კი თბილისის "დინამოში" დაიწყო.
ხოლო "შახტიორში" საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, "საბურთალოს" რიგებიდან გადავიდა.