ბელარუსის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ლაშა შინდაგორიძისა და გეგა დიასამიძის "შახტიორი" ბრესტში 0:2 დამარცხდა ადგილობრივ "დინამოსთან".
დიასამიძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, შინდაგორიძე კი - 63-ე წუთზე.
მატჩს 1 350 მაყურებელი დაესწრო და კიდევ არაერთი მანეკენი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა გუნდის ფორმაში იყვნენ ჩაცმულნი. რაც უნდა იყოს, ევროპაში ჩემპიონატი მხოლოდ ბელარუსში მიმდინარეობს და ყურადღება რაღაცით ხომ უნდა მიეპყროთ.
ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა სოლიგორსკში 29 აპრილს გაიმართება.