იტალიური გამოცემა Calabriasport24.net-ი აცხადებს, რომ იტალიის სერია B-ს კლუბი "კოსენცა" ლევან მჭედლიძით არის დაინტერესებული და მის აყვანაზე სერიოზულად მუშაობს.
გამოცემა უახლოეს დღეებში მოვლენების განვითარებას ელოდება.
"კოსენცამ" გასული სეზონი სერია B-ში გაატარა და 46 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა, 4 ქულა დააკლდა სერია A-ს პლეი-ოფში მოსახვედრად.
იქამდე კი, კლუბი იტალიის დაბალ დივიზიონებში თამაშობდა, ძირითადად, სერია C-ში. გუნდმა საუკეთესო ბომბარდირი ჯენარო ტუტინო დაკარგა, რომელიც "ნაპოლიდან" იჯარით ჰყავდათ აყვანილი და ახალი თავდამსხმელის ძიებაში არიან.
ლევან მჭედლიძემ "ემპოლი" ამ ზაფხულს დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ქართველი თავდამსხმელი სწორედ "ემპოლის" რიგებში თამაშობდა.