სად გააგრძელებს კარიერას ლევან მჭედლიძე? - ქართველით იტალიური კლუბი დაინტერესდა

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა Calabriasport24.net-ი აცხადებს, რომ იტალიის სერია B-ს კლუბი "კოსენცა" ლევან მჭედლიძით არის დაინტერესებული და მის აყვანაზე სერიოზულად მუშაობს.

გამოცემა უახლოეს დღეებში მოვლენების განვითარებას ელოდება.

"კოსენცამ" გასული სეზონი სერია B-ში გაატარა და 46 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა, 4 ქულა დააკლდა სერია A-ს პლეი-ოფში მოსახვედრად.

იქამდე კი, კლუბი იტალიის დაბალ დივიზიონებში თამაშობდა, ძირითადად, სერია C-ში. გუნდმა საუკეთესო ბომბარდირი ჯენარო ტუტინო დაკარგა, რომელიც "ნაპოლიდან" იჯარით ჰყავდათ აყვანილი და ახალი თავდამსხმელის ძიებაში არიან.

ლევან მჭედლიძემ "ემპოლი" ამ ზაფხულს დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ქართველი თავდამსხმელი სწორედ "ემპოლის" რიგებში თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
10 წელი თამაშობდა.ცოტა ზედმეტი ნათქვამი ხომ არ არის?
ლაშა
16:11 07-08-2019
1
მიბაძე ყენიას
nodarichi123
15:38 07-08-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული