"ევროტურნირები "საბურთალოში" უნდა ჩამემთავრებინა, მაგრამ..." - ინტერვიუ ლაშა შინდაგორიძესთან

AutoSharing Option
ფოტო: fb.com/lasha.shindagoridze

"საბურთალოს" აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა ლაშა შინდაგორიძემ კონტრაქტი ბელორუსის "შახტიორთან" გააფორმა.

26 წლის ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო და მეტოქეთა კარის აღება 10-ჯერ მოახერხა.

Sportall.ge ლაშას დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- პირველ რიგში, გილოცავთ ახალ კლუბში გადასვლას. რამდენხნიანი კონტრაქტი გაფორმდა?
- ხელი ორწელიწადნახევრიან ხელშეკრულებას მოვაწერე.

- თუ იყო სხვა შემოთავაზებებიც და რატომ აირჩიეთ "შახტიორი"?
- მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, აქ მოსვლა ვარჩიე. პირველ რიგში, იმიტომ, რომ სპორტული დირექტორი ალექსანდრე რეხვიაშვილია,
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი. მან ამიხსნა კლუბის სიტუაცია და სამომავლო გეგმები.

- საზღვარგარეთ ბედი აქამდეც სცადეთ, ამჯერად რა მოლოდინები გაქვთ?
- პირველად დანიაში ვიყავი, შემდეგ - უნგრეთში. შარშან ტრავმამ შემიშალა ხელი. მოლოდინი მაქვს, რომ ახალ კლუბსაც დავეხმარები და ჩემი კარიერაც კარგად გაგრძელდება. მე ფეხბურთით ვცხოვრობ.

- რატომ გადაწყვიტეთ "საბურთალოდან" ასეთ დროს წასვლა? ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის უდიდესი შანსი არსებობს...
- "შახტიორიდან" შემოთავაზება დაახლოებით ორი თვის წინ მქონდა. მაშინ ეს კლუბიც ევროპა ლიგისთვის ემზადებოდა და უნდოდათ, რომ ტურნირი აქ დამეწყო, მაგრამ მე "საბურთალოსთან" ერთად მსურდა ევროთასებზე წარმატების მიღწევა. შევთანხმდით, რომ ეს საკვალიფიკაციო აქ უნდა ჩამემთავრებინა და ამის შემდეგ წამოვსულიყავი "შახტიორში", მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ისე არ ხდება ხოლმე, როგორც გვინდა.

- "არარატ-არმენიასთან" მატჩს თუ უყურეთ?
- გუშინდელ მატჩს რაც შეეხება, ვარჯიში მქონდა და ვერ ვუყურე, მაგრამ მთელი გულით გამიხარდა და დიდი იმედი მაქვს, რომ "საბურთალო" ჯგუფურ ეტაპზე გასვლას მოახერხებს, მათ ეს დაიმსახურეს. მინდა აღვნიშნო, რომ "საბურთალოს" დიდი მადლობელი ვარ. რომ არა ჩემი ყოფილი თანაგუნდელები, 11 გოლის გატანას ვერ მოვახერხებდი.

- თქვენი ახალი გუნდი ევროპა ლიგაზე "ტორინოს" დაუპირისპირდება, თქვენ თამაშს ვერ მოახერხებთ...
- თუ ჯგუფურ ეტაპზე არ გავედით, საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ სხვადასხვა გუნდში თამაშის უფლება არ მაქვს. "შახტიორს" კენჭისყრაში ცოტა რომ გამართლებოდა, უკეთესი იქნებოდა, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამ ეტაპსაც დავძლევთ.

altოფიციალურად: ლაშა შინდაგორიძე "შახტიორის" ფეხბურთელი გახდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედი არ ჰქონდა რომ საბურთალოს ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი ექნებოდა. ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შემთხვევაში, რაც დიდი ალბათობით ასეც იქნება, წესით და რიგით ქართველი ფეხბურთელები მნიშვნელოვან პრემიალურებსაც მიიღებენ. რაც შეეხება შახტიორს, ზოგადად მათი პერაპექტივა ბუნდოვნათ მესახება.
ყველაფრის მცოდნე
16:23 08-08-2019
0
უნდა დაგემთავრებინა დახმარებოდი შემდგომ ეტაპზე გასასვლელად..მერე წასულიყავი....ახლა ვერ საბურთალოს ეხმარები ვერც შახტიორს..ერთი თვით გადატანა კონტრაქტის არაფერში ხელს არ შეგიშლიდა..
bujanga
11:48 08-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული