ამერიკელებმა ვაკო ყაზაიშვილი ჯორჯ ბესტს შეადარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სან ხოსე ერსქვეიქსის" "ფეისბუქგვერდმა" გამოაქვეყნა ვიდეოპოსტი, რომელშიც გაერთიანებული იყო ჯორჯ ბესტის 1981 წელს და ვაკო ყაზაიშვილის 2019 წელს  "კოლორადოს" კარში გატანილი გოლები.

დაახლოებით 40 წლის წინ "სან ხოსე ერსქვეიქსის" შემადგენლობაში მოთამაშე ირლანდიელმა ჯორჯ ბესტმა "ლოდერდეილ სთრაიკერსს" ულამაზესი გოლი გაუტანა. მაშინ "სან ხოსე" NASL-ში გამოდიოდა. სწორედ ეს ლიგა იყო ამერიკული ფეხბურთის უმაღლესი დივიზიონი 1968-84 წლებში. ძალიან ბევრი ადამიანი ჯორჯ ბესტის აღნიშნულ გოლს NASL-ის ისტორიაში (ზოგი, ამერიკული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაშიც) საუკეთესო გოლად მიიჩნევს.

ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა ძალიან ლამაზი გოლი "კოლორადო რაპიდს" 2019
წლის 28 ივლისს გაუტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული