მემარნე "ბეტისში" არ დარჩა, პაპუნაშვილი 100%-ით მზადაა - "ესპანელი" ქართველების ამბები

AutoSharing Option
1 თვის წინ ვწერდით, რომ 18 წლის ნახევარმცველი ნიკოლოზ მემარნე ქართული საფეხბურთო სააგენტოს, SmartBall Sports Management-ის დახმარებით "ბეტისის" მეორე გუნდში უნდა გადასულიყო.

Sportall.ge აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს წარმომადგენელ ლევან ზუხბაიას დაუკავშირდა და ნიკოლოზ მემარნის საკითხთან ერთად გიორგი პაპუნაშვილისა და ლევან გრძელიძის მდგომარეობითაც დაინტერესდა, რომლების "სარაგოსაში" ირიცხებიან.

როგორც გავარკვიეთ, 18 წლის ფეხბურთელი ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნდა, თუმცა ესპანელები მასზე დაკვირვებას გააგრძელებენ.

"ნიკოლოზ მემარნე ამ ეტაპზე არ დარჩა. გააგრძელებენ ფეხბურთელზე დაკვირვებას. დიდი იმედი მაქვს, რომ მას დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია. ამ ეტაპზე ვფქრობთ, რომელ
ქართულ კლუბთან გავაგრძელოთ ურთიერთობა.

ვცდილობთ, მისთვის შესაბამისი და სწორი გუნდი შევარჩიოთ. ესპანური მხარე დაინტერესებულია მისით და მასზე დაკვირვებას არ შეწყვეტენ. დანარჩენი თვითონ ნიკოლოზზეა დამოკიდებული.

ლევან გრძელიძის რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობს, ფეხის მდგომარეობა კარგია. მოედანზე შესაბამის ვარჯიშებს უკვე ატარებს. ექიმი და ფიზმომზადების მწვრთნელი კმაყოფილები არიან. დიდი მხარდაჭერა აქვს გიორგი პაპუნაშვილის მხრიდან, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს.

ისეთი ტრავმა ჰქონდა, რაც თავისთავად გამორიცხავს მალე დაბრუნებას, თუმცა, როგორც ვთქვი, რეაბილიტაცია ძალიან კარგად მიმდინარეობს.

გიორგი პაპუნაშვილს რაც შეეხება, მიკრო-დაზიანება ჰქონდა ისევ კოჭთან დაკავშირებული. სამი დღე გამოტოვა, თუმცა ამის შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიში ჩვეულებრივად გააგრძელა, არანაირი პრობლემა აღარ აქვს და 100 პროცენტით მზადაა", - განაცხადა ლევან ზუხბაიამ.

ლა ლიგა 2 სტარტს 17 აგვისტოს აიღებს, "სარაგოსას" პირველი მეტოქე კი "ტენერიფე" იქნება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბეტისის 2 გუნდებში წაყვანას ისევ აქ თამაში სჯობს რაღაც არ მახსენდება ლევანტე ბ დან და ეგეთი ბანძი გუნდებიდან ვინმეს რამე ფეხბურთი ეთამაშა
0
ქართველებიც ესპანელები არიან და ესპანელებიც ქართველები
მაგრად ვგავართ და მაგრად გვგვანან :D

4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული