კარგი სტარტის შემდეგ ქართველების "რუბინი" ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
ქართველების "რუბინმა" რუსეთის პრემიერლიგაზე ჩინებული სტარტი აიღო და საყოველთაო სიმპათია დაიმსახურა, მაგრამ შემდეგ ბოლო ორი მატჩი წააგო, რაც ამ გუნდის ახალგაზრდული შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის.

წინა ტურში ყაზანელები სახლში ცსკა-სთან 0:1 დამარცხდნენ, ამჯერად კი ამავე ანგარიშით სტუმრად "კრასნოდართან", რომელიც მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლული იყო.

"რუბინში" შეუცვლელად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა და ყვითელი ბარათი მიიღო, ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს, ბექა მიქელთაძე სათადარიგო გახლდათ, ხოლო ნიკოლაი ყიფიანმა გასულ შეხვედრაში სათანადოდ ვერ იასპარეზა და განაცხადში არ შეიყვანეს.

"რუბინი"
5 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-6 ადგილზეა და 18 აგვისტოს ტულის "არსენალს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კვარაცხელია ამოვარდნილია ფორმიდან, ცოტა გადამეტებული ხომ არაა ის მოლოდინი, რაც მასთან დაკავშირებით აქვს ქართველ გულშემატკივარს? დავითაშვილი კი ყველა თამაშში ყველაზე აგრესიულია გუნდში.
emigranti
14:09 11-08-2019
1

სიახლეები პოპულარული