ქართული ლეგიონის შაბათის მონაგარი

AutoSharing Option
გასულ შაბათს ქართველმა ლეგიონერებმა იასპარეზეს:

ჰოლანდია
გრონინგენი - ტვენტე 1:3
ენსხედელთა ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია 84-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 1 წუთში ყვითელი ბარათი მიიღო.

ბელგია
გენკი - ზულტე-ვარეგემი 0:2
ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ ლუკა ზარანდიას გუნდმა სტუმრად იმარჯვა. ჩვენებურმა  შეუცვლელად ითამაშა.

უნგრეთი
კაპოშვარი - მეზოკოვეშდი 1:2
წინა შეხვედრაში "მეზოკოვეშდის" "ზალაეგერშეგისთან" გამარჯვება 1:0 ბუდუ ზივზივაძემ მოუპოვა, რომელიც ამჯერად განაცხადში არ იყო.

ლატვია
ელგავა - მეტა/ლუ 1:0
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი სათადარიგო იყო.

პოლონეთი
ზაგლებიე - არკა 2:0
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი დავით სხირტლაძე სათადარიგო იყო.

რუსეთი
კრასნოდარი - რუბინი 1:0
ყაზანურ
გუნდში შეუცვლელად ითამაშა სულიკო დავითაშვილმა და ყვითელი ბარათი მიიღო, ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ბექა მიქელთაძე სათადარიგო იყო.

სლოვაკეთი
რუზომბეროკი - ზილინა 2:3
სტუმართა გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი განაცხადში არ იყო.

უკრაინა
დინამო - შახტარი 1:2
დონეცკელთა მცველი დავით ხოჭოლავა 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული