ვაკო ყაზაიშვილის ბილიარდის სიზუსტით გატანილი მორიგი გოლი MLS-ში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 11 აგვისტოს დილით MLS-ის 24-ე ტურში "კოლორადო რაპიდსის" წინააღმდეგ სეზონის მე-11 გოლი გაიატანა ვაკო ყაზაიშვილმა, რომლის "სან ხოსე ერსქვეიქსი" გასვლაზე 1:2 დამარცხდა.

ვაკომ ანგარიში 62-ე წუთზე გაათანაბრა და ეს მისთვის ამერიკის მთავარი ლიგის წლევანდელ სეზონში მე-8 გატანილი გოლი იყო, 3 გოლი ყაზაიშვილმა ამერიკის თასზე გაიტანა.

მეორე ქართველი, გურამ კაშია ვაკოს მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა.

ამ მარცხის შემდეგ "სან ხოსე" დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან "სიეტლს" 1 ქულით ჩამორჩება. შემდეგ შეხვედრას ქართველების გუნდი
ისევ გასვლაზე, "კანზას სიტის" წინააღმდეგ 18 აგვისტოს გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მომავალ წელს კაშიას ვნახავთ ფოთის კოლხეთში! ვაკო კარგია, მაგრამ ყველა თამაშში 2 გოლი უნდა გაიტანოს და 2 საგოლე გადაცემა გააკეთოს. ეს მიმიმუმია! )))
aburjga
08:35 12-08-2019
0
ორივე გოლი კაშიას ინერტულობის გამო გაუშვეს. დღესდღეობით კაშიას ტაბიძეც ჯობია და დვალიც, ასე რომ ლორიასი არ იყოს მხოლოდ გამოცდილების გამო არ შეიძლება მისი ძირითადში დაყენება, ვაკო კი საუცხოო ფორმაშია.
emigranti
14:00 11-08-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული