"ის საოცრად თამაშობს. ვფიქრობ ვაკო ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა, ყოველთვის იყენებს საკუთარ ტექნიკას, მაგრამ, ალბათ, შეამჩნევდით, რომ დაცვით ფაზაშიც შესანიშნავად მოქმედებდა. ის გასაოცარია", - განაცხადა 36 წლის ვონდოლოვსკიმ, რომელიც "სან ხოსეს" საუკეთესო ბომბარდირია.
ყაზაიშვილისა და კაშიას "სან ხოსე" "კოლორადო რეპიდსთან" დამარცხდა, ვაკომ კი ბოლო 9 შეხვედრაში მე-7-დ გაიტანა.
ქართველების გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიციას იკავებს.
ვაკო ყაზაიშვილის ბილიარდის სიზუსტით გატანილი მორიგი გოლი MLS-ში [VIDEO]