რუსეთის პრემიერლიგის მე-5 ტურში მოსკოვის "ლოკომოტივმა" საკუთარ მოედანზე 4:0 მოუგო "ურალს" და "რინიგზელთა" გუნდის მცველი საბა კვირკველია ისევ სათადარიგო იყო. ამაზე კომენტარი "ლოკოს" მწვრთნელმა იური სიომინმა გააკეთა:
"კვირკველიას ვფიქრობ, კიდევ ერთი-ორი კვირა დასჭირდება, ნავარჯიშევი სათანადოდ არ არის, რათა ითამაშოს. მურილო დღეს მოედანზე არ გავიდა? ნებისმიერ სიტუაციაში კონკურენციაა, რაღაც მომენტში ის ასპარეზობდა, ახლა ჰიოვედესი, შემდეგ კვირკველია.
ვარიანტები გვაქვს და დღეს ფეხბურთელთა ამ ჯგუფზე შევაჩერეთ არჩევანი, ხვალ შეიძლება სხვაგვარად იყოს".