ლეგიონის უქმეები: "გენტში" ქვილითაია დაბრუნდა, ყაზაიშვილი შეუდარებელია [VIDEO]

AutoSharing Option
თითქმის ყველა ქვეყნის ჩემპიონატი განახლდა და ქართველმა ლეგიონერებმაც დაიწყეს თამაში, თუმცა ეს კვირა ჩვენებურებისთვის წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა. ერთადერთი ქართული გოლი კვლავ აშშ-ში გავიდა და მისი ავტორი კვლავ ვაკო ყაზაიშვილია...

ჰოლანდია
ერედივიზიონი. II ტური. "ტვენტემ" "გრონინგემს" სტუმრად 3:1 სძლია. გიორგი აბურჯანია მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა და 1 წუთში ყვითელი ბარათი მიიღო.

ბელგია
იუპერლიგა. III ტური. "გენტის" შემადგენლობას დაუბრუნდა გიორგი ქვილითაია. ის "მუსკრონთან" სტუმრად წაგებულ (1:2) შეხვედრაში 63-ე წუთიდან ჩაერთო.

გიორგი ბერიძე განაცხადში არ იყო, გიორგი ჩაკვეტაძე კი ტრავმირებულია.

ლუკა ზარანდიას
"ვარეგემმა" სტუმრად "გენკს" 2:0 მოუგო. ქართველმა 90 წუთი ითამაშა.

პროქსიმუს ლიგა. "ბეერსხოტმა" სტუმრად "რუზელარესთან" ფრედ, 1:1 ითამაშა. სტუმრების რიგებში 62-ე წუთიდან ითამაშა ირაკლი ბუღრიძემ. 90 წუთი გაატარა მოედანზე ბექა ვაჩიბერაძემ, მისი "ლომელი" კი "ლოკერენს" უგოლოდ დაშორდა.

შვეიცარია
სუპერლიგა. IV ტური. 90 წუთი გაატარა მოედანზე ლევან ხარაბაძემ, მისი "ციურიხი" კი "ქსამაქს" 2:2 დაუზავდა. 73-ე წუთზე ჩაერთო თამაშში "ლუცერნის" მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, მისი გუნდი კი "თუნთან" 0:2 დამარცხდა.

დანია
სუპერლიგა. V ტური. ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგი" "ოლბორგთან" დიდი ანგარიშით, 0:4 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. დამარცხდა ლობჟანიძის "რანდერსიც", საბამ "ოდენსესთან" წაგებულ (0:1) შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა.

ავსტრია
ბუნდესლიგა. III ტური. ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" კაცნაკლულ "ჰარტბერგთან" 0:1 დამარცხდა. ქართველმა შეუცვლელად იასპარეზა.

პოლონეთი
ექსტრაკლასა. IV ტური. ვატო არველაძის "კორონა" სტუმრად "კრაკოვიასთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი 61-ე წუთზე შეცვალეს. არ უთამაშია "არკას" რიგებში დავით სხირტლაძეს, მისმა გუნდმა "ზაგლებიესთან" 0:2 დათმო.

რუსეთი
პრემიერლიგა. IV ტური. "რუბინი" ამჯერადაც მინიმალური სხვაობით დამარცხდა, "კრასნოდარის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ორი ქართველი იყო, ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხვიჩა კვარაცხელია კი 75-ე წუთზე შეცვალეს. ბექა მიქელთაძე სათადარიგოთა შორის იყო.

გია გრიგალავას "არსენალმა" ჯიმი ტაბიძის "უფას" 1:0 სძლია. ორივე ფეხბურთელმა სრული მატჩი ჩაატარა.

კვლავ სათადარიგოთა შორის იყო საბა კვირკველია, მისმა "ლოკომოტივმა" კი "ურალს" 4:0 მოუგო.

სათადარიგოთა სკამზე დარჩა "სპარტაკის" რიგებში ჯანო ანანიძე "ახმატთან" მოგებულ (3:1) შეხვედრაში.

უკრაინა
პრემიერლიგა. II ტური. დონეცკის "შახტარმა" კიევის "დინამოს" 2:1 სძლია. დავით ხოჭოლავა თამაშში 77-ე წუთიდან ჩაერთო.

სანდრო კობახიძის "დნიპრო 1" "დესნასთან" დამარცხდა - 0:1. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა.

უნგრეთი
OTP. II ტური. ბუდუ ზივზივაძე ამჯერად განაცხადში არ ყოფილა, მისი "მეზოკოვეშდი" კი კაპოშვართან 1:2 დამარცხდა.

ჩეხეთი
1 ლიგა. V ტური. ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინმა" "ტეპლიცეს" 1:0 მოუგო. ქართველი ფეხბურთელი განაცხადშიც არ ყოფილა.

ბელორუსი
ვისშაია ლიგა. XVII ტური. 90 წუთი გაატარა მოედანზე აკაკი ხუბუტიამ. მისმა "ვიტებისკმა" "გოროდეიასთან" 0:2 წააგო.

ყაზახეთი
პრემიერლიგა. XXII ტური. ჩავარდნის შემდეგ კიდევ ერთი მატჩი მოიგო ქართველების "ტობოლმა", რომელმაც "ერტისს" 2:0 სძლია. ჯაბა კანკავამ სრული მატჩი ჩაატარა, ნიკა კვეკესკირი კი განაცხადში არ ყოფილა.

"თარაზი" საკუთარ მოედანზე "ქაირათთან" 0:1 დამარცხდა. ლაშა კასრაძეს და ელგუჯა ლობჯანიძეს არ უთამაშიათ.

აშშ
MLS. ერთადერთი ქართული გოლი კვლავ აშშ-ში გავიდა და თავი ისევ ვაკო ყაზაიშვილმა გამოიჩინა. მისი "სან ხოსე" "კოლორადო რეპიდსთან" 1:2 დამარცხდა. ვაკომ 62-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მოედანზე 90 წუთი გაატარა გურამ კაშიამაც.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული